xosito Posted April 16, 2011 Posted April 16, 2011 მართლმადიდებელი ეკლესია დიდი მარხვის მეექვსე კვირა დღეს, ზეიმობს მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას, რასაც ქრისტიანები ბაიაობას ანუ ბზობას უწოდებენ.
lomsa Posted April 16, 2011 Posted April 16, 2011 ყველას გილოცავთ! მრავალს დაესწარით ბედნიერები და ჯანმრთელები!
iliko1990 Posted April 16, 2011 Posted April 16, 2011 გილოცავთ ყველას ბზობის ბრწყინბალე დღეესასწაულს.მრავალ ბზობას დაგასწროთ ღმერთმა
Barca Posted April 16, 2011 Posted April 16, 2011 გილოცავთ ყველას,მრავალს დაესწარით ჯანმრთელად და ბედნიერად :)
Razer Posted April 17, 2011 Posted April 17, 2011 გილოცავთ ბზობის დღესასწაულს მრავალს დაგვასწროს ღმერთმა
დათო Posted April 17, 2011 Posted April 17, 2011 პირველ პოსტში თუ ჩაამატებ ამ პატარა ინფორმაციას კარგი იქნება. დარწმუნებული ვარ ბევრი აღნიშნავს ამ დღესასწაულს მაგრამ არ იციან ისტორია. ბზობა, ბაიაობა, ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი მთავარი საუფლო დღესასწაული. მოძრავია, მოდის აღდგომის წინა კვირა დღეზე. ქრისტიანული კულტის მსახურებაში ბზობის დღესასწაული IV საუკუნეში შემოვიდა (საწყისს იღებს ძველი ებრაული დღესასწაულიდან). მისი შინაარსი დაფუძნებულია სახარების მოთხრობაზე, რომელშიც გადმოცემულია იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე დასასწრებად იესო ქრისტეს შესცლის ამბავი. იესოს მოსახლეობა ზეიმით შეეგება, ზოგი მის სახედარს ფეხქვეშ თავის სამოსს უგებდა, ზოგი პალმის ტოტებს - ბაიას უფენდა, თან "ოსანას" შესძახოდნენ. ბზობის რიტუალი სიმბოლურად იმეორებს სახარების ამ მოთხრობის ზოგიერთ დეტალს; მღვდელმსახურნი მლოცველთა მიერ მიტანილ ტოტებს აკურთზებენ, გალობენ "ოსანას" და სხვა. ბევრ ქვეყანაში პალმის მაგივრობას ბზა ეწევა (აქედან ქართული "ბზობა"), რუსეთში - ტირიფი (верба > "вербное воскресенье").
მიშა Posted April 17, 2011 Posted April 17, 2011 გილოცავთ! პირველ პოსტში თუ ჩაამატებ ამ პატარა ინფორმაციას კარგი იქნება. დარწმუნებული ვარ ბევრი აღნიშნავს ამ დღესასწაულს მაგრამ არ იციან ისტორია. ბზობა, ბაიაობა, ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი მთავარი საუფლო დღესასწაული. მოძრავია, მოდის აღდგომის წინა კვირა დღეზე. ქრისტიანული კულტის მსახურებაში ბზობის დღესასწაული IV საუკუნეში შემოვიდა (საწყისს იღებს ძველი ებრაული დღესასწაულიდან). მისი შინაარსი დაფუძნებულია სახარების მოთხრობაზე, რომელშიც გადმოცემულია იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე დასასწრებად იესო ქრისტეს შესცლის ამბავი. იესოს მოსახლეობა ზეიმით შეეგება, ზოგი მის სახედარს ფეხქვეშ თავის სამოსს უგებდა, ზოგი პალმის ტოტებს - ბაიას უფენდა, თან "ოსანას" შესძახოდნენ. ბზობის რიტუალი სიმბოლურად იმეორებს სახარების ამ მოთხრობის ზოგიერთ დეტალს; მღვდელმსახურნი მლოცველთა მიერ მიტანილ ტოტებს აკურთზებენ, გალობენ "ოსანას" და სხვა. ბევრ ქვეყანაში პალმის მაგივრობას ბზა ეწევა (აქედან ქართული "ბზობა"), რუსეთში - ტირიფი (верба > "вербное воскресенье"). ვემხრობი, კარგია ზოგადი განათლებისთვის.
Recommended Posts
Archived
This topic is now archived and is closed to further replies.