Jump to content

Recommended Posts

Posted

AMD-მ გამოაცხადა მასშტაბირების ტენოლოგია FidelityFX Super Resolution-ის (FSR) 3.1 ვერსიის განახლების გამოშვების შესახებ. AMD FSR 3.1-ის გამოშვებისას მისი მხარდაჭერა ხუთმა თამაშმა მიიღო. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Steam (Conker) 

შეგახსენებთ, რომ პირველი თამაში, რომელიც მხარს უჭერდა AMD FSR 3.1-ს მაისის შუა რიცხვებში, იყო Ghost of Tsushima-ს სარეჟისორო ვერსია და ახლა მას შეუერთდა Nixxes Software-ის კიდევ ოთხი პორტი. 

საუბარია Marvel's Spider-Man-ის რემასტერზე, Marvel's Spider-Man: Miles Morales, Ratchet & Clank: Rift Apart და Horizon Forbidden West-ის სრულ გამოცემაზე. 19 სექტემბერს გამოშვებისას სია ასევე შეივსება God of War Ragnarok-ის PC ვერსიით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: AMD 

FSR 3.1 ახასიათებს გამოსახულების გაუმჯობესებული ხარისხი და კადრების გენერირების შესაძლებლობა მასშტაბირებისგან დამოუკიდებლად, რაც საშუალებას აძლევს მას იმუშაოს გარე მხარის გადაწყვეტილებებთან (როგორიცაა Nvidia-ს DLSS). 

ახალი ვერსიის რელიზისას AMD-მ ასევე აჩვენა შედარების ვიდეო Ratchet & Clank: Rift Apart-ის დემონსტრირებით FSR 3.1 და 2.2-ის გამოყენებით. ვიდეო საშუალებას იძლევა შეფასდეს განსხვავება გამოსახულების ხარისხში. 

AMD აცხადებს, რომ AMD FSR 3 („კონკრეტულად 3.1 განახლებით“) უზრუნველყოფს წარმადობის საშუალოდ 3.3-მაგ გაუმჯობესებას AMD Radeon RX 7000 სერიის გრაფიკული ბარათის მქონე 1440p ან 4K კომპიუტერებზე თამაშისას. 

ზემოთ ჩამოთვლილ თამაშებთან ერთად AMD FSR 3-ის და FSR 3.1-ის მხარდაჭერა ხელმისაწვდომია 60 პროექტში, რომლებიც ემზადება გამოსაშვებად, მათ შორისაა Warhammer 40,000: Space Marine 2, inZOI, The Alters, Nobody Wants to Die და სხვები. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: AMD 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.