Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის წევრმა Matt Gaetz-წარადგინა კანონპროექტი, რომელიც შესაძლებელს გახდის ფედერალური საშემოსავლო გადასახადის გადახდას პირველი კრიპტოვალუტის გამოყენებით. 

მიღების შემთხვევაში დოკუმენტი ცვლის 1986 წლის საგადასახადო კოდექსს და ავალდებულებს ფინანსთა სამინისტროს განახორციელოს შესაბამისი პროგრამა  Bitcoin-ის მიღებისთვის. 

განცხადების თანახმად პოლიტიკოსმა კანონმდებლობის შემუშავება დაიწყო სალვადორში პრეზიდენტ ნაიბ ბუკელეს მეორე ინაუგურაციისთვის ვიზიტის შემდეგ. Gaetz-მა განაცხადა, რომ მან დაინახა, თუ როგორ შეუწყო ხელი ციფრულმა ოქრომ ფინანსური სტაბილურობის გაუმჯობესებას და სამუშაო ადგილების შექმნას ქვეყანაში, მას შემდეგ რაც აქტივი 2021 წელს კანონიერ საგადახდო საშუალებად მიიღეს. 

„გადასახადის გადამხდელებს მივცემთ Bitcoin-ის გამოყენებ შესაძლებლობას ფედერალური გადასახადების გადახდისთვის, ჩვენ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ ინოვაციას, გავზარდოთ ეფექტურობა და შევთავაზოთ მეტი მოქნილობა ამერიკის მოქალაქეებს“, განუცხადა რესპუბლიკელმა The Daily Wire-ს. 

შტატის დონეზე, 2022 წელს კოლორადოს ხელისუფლებამ დანერგა გადასახადების გადახდის შესაძლებლობა პირველ კრიპტოვალუტაში, ასევე Ethereum-ში, Bitcoin Cash-სა და Litecoin-ში. გადაწყვეტილება გუბერნატორმა ჯარედ პოლისმა მიიღო. 

ოჰაიომ მსგავსი ნაბიჯი გადადგა 2018 წელს, მაგრამ 11 თვის შემდეგ შტატის ხელისუფლებამ დახურა ვებ-სერვისი Bitcoin-ით გადასახადების გადახდისთვის დაბალი მოთხოვნის გამო. 

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის მაისში, წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც არეგულირებს მთლიანად კრიპტო ინდუსტრიას და ცნობილია, როგორც FIT21. ექსპერტების აზრით დოკუმენტს სენატში არასაკმარისი მხარდაჭერა აქვს და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მას უკვე დაუპირისპირდა. 

ნოემბრის არჩევნების მოახლოებასთან ერთად ინდუსტრიის სულ უფრო მეტი მოთამაშე თვლის, რომ დღევანდელი მთავრობის პოლიტიკა ციფრულ აქტივებთან დაკავშირებით შესაძლოა ქვეყნის ამჟამინდელ მეთაურს გამარჯვება დაუჯდეს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.