Jump to content

Recommended Posts

Posted

Bitcoin-ის ფასი, რომელსაც სხვა კრიპტოვალუტები მიჰყვა, მკვეთრად შემცირდა ინვესტორების მხრიდან გლობალური ეკონომიკის და ზაფხულის ბაზრებზე ლიკვიდობის შემცირებასთან დაკავშირებული შეშფოთების ფონზე. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Copilot 

Bitcoin-ის ფასი 3%-ით 64.680 აშშ დოლარამდე შემცირდა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 16 მაისის შემდეგ, აცხადებს CNBC. მანამდე დღის განმავლობაში ფასი დაეცა 64.347 აშშ დოლარამდე. სხვა პოპულარული კრიპტოვალუტები, მათ შორის Ethereum-ის, XRP-ის და Solana-ს ფასი 4-დან 7%-მდე შემცირდა. 

ანალიტიკოსები მკვეთრ ვარდნას უკავშირებენ ინვესტორების შეშფოთებას გლობალური ეკონომიკის შენელების შესახებ მაღალი ინფლაციისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე. გარდა ამისა, აქტივობა ფინანსურ ბაზრებზე ტრადიციულად იკლებს ზაფხულში ტრეიდერებისა და ინვესტორების დასვენების გამო. 

„ეკონომიკური გაურკვევლობის პერიოდში ინვესტორები ან ყიდიან აქტივებს ზარალის შესამცირებლად, ან ტოვებენ უფრო სარისკო პოზიციებს, სანამ ელოდებიან სიტუაციის გარკვევას“, აცხადებს დეცენტრალიზებულ კრიპტო ბირჟ Jumper.Exchange-ის გენერალური დირექტორი Marko Jurina. ”ჩვენ ახლა, სავარაუდოდ, ვხედავთ ამ სცენარების ერთობლიობას,” - აღნიშნა მან. 

Bitcoin-ის ფასის დაცემა ხდება სხვა სარისკო აქტივების შემცირების ფონზე. კერძოდ, Nasdaq-ის ტექნოლოგიურინდექსი 0.1%-ით შემცირდა, ხოლო საფონდო ინდექს S&P 500-ის მიხედვით ვაჭრობა პრაქტიკულად უცვლელად დასრულდა. Coinbase-ის აქციების ფასი შემცირდა 3%-ით, MicroStrategy-ს 1%-ით. 

გასათვალისწინებელია, რომ ბოლო თვეებში Bitcoin წარუმატებლად ცდილობდა 70 000 აშშ დოლარიანი ნიშნულის გადალახვას. მაქსიმალური ღირებულება დაფიქსირდა 14 მარტს - 73.797 აშშ დოლარი. ჯამში კი ივნისის დასაწყისიდან კრიპტოვალუტის ღირებულებ 9%-ით შემცირდა. 

ანალიტიკურ კომპანია CryptoQuant-ის თანახმად უახლოეს მომავალში წამყვანი კრიპტოვალუტის მნიშვნელოვანი ზრდა მოსალოდნელი არ არის, რადგან ინვესტორები მაისის ბოლოდან აქტიურად იღებენ მოგებას და ჯერ არ ჩქარობენ ბაზარზე დაბრუნებას. ანალიტიკოსთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ უახლოეს მომავალში ბაზარი არასტაბილური დარჩება მაკროეკონომიკური რისკების ფონზე. 

Posted

უკვე ეხლახან 59000$ ქვემოთაც ჩამოვიდა, ამ ეტაპზე ისევ 60000$ უახლოვდება, მე 60000$ ავიღე, მანამდე 70400$ მქონდა გაყიდული და აღარ მიყიდია მაგის შემდეგ აღარაფერი რამდენიმე კვირაა, თუმცა ასე 100-150$ გაკეთება შეიძლებოდა, განსაკუთრებით ალბათ უფრო 3-4 კვირის წინ რომ აგეღო და მაგ პერიოდში გევაჭრა, ბოლო 10 დღეა უფრო ეცემა ბიტკოინი და მანდ აღარ ღირდა უკვე არაფრის ყიდვა

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.