Jump to content

Recommended Posts

Posted

SpaceX-მა გამოაქვეყნა Starlink Mini-ის პირველი ოფიციალური სურათები, რომელიც მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი რამდენიმე თვეში გახდება. კომპანიამ გამოუშვა Starlink-ის აპლიკაციის განახლება, რომელიც წარმოდგენილია ინფორმაცია მომავალი პროდუქტის შესახებ. თანდართული სურათები ადასტურებს, რომ ახალი პროდუქტი იქნება სტანდარტული Starlink V4 სატელიტური ანტენის უფრო კომპაქტური ვერსია. FCC-ის თანახმად მინი ანტენა ზომით დაახლოებით Apple MacBook-ის მსგავსია. 

image.jpeg 

SpaceX-ის გენერალურმა დირექტორმა ლონ მასკმა კომენტარი სოციალურ ქსელ X-ში დაწერა: ”მე ახლა დავაყენე ის [Starlink Mini ანტენა] და ვწერ ამ პოსტს კოსმოსიდან. 5 წუთზე ნაკლები დასჭირდა [ინსტალაციას]. ადვილადაა შესაძლებელი ზურგჩანთით ტარება. ეს პროდუქტი შეცვლის სამყაროს“. 

მორიგ პოსტში მასკმა პირობა დადო, რომ Starlink Mini ეღირება "სტანდარტული ანტენის დაახლოებით ნახევარი ფასი", რაც ნიშნავს დაახლოებით 250-დან 300 აშშ დოლარ. აშშ-ში კომპანია ამჟამად ყიდის უფრო დიდ სტანდარტულ Starlink V4 ანტენას 499 აშშ დოლარად. 

მასკის თქმით Starlink Mini უზრუნველყოფს 100 მბ/წმ ჩამოტვირთვის სიჩქარეს და 11.5 მბ/წმ ატვირთვის სიჩქარეს შედარებით დაბალი, 23 მილიწამი შეყოვნებით. ახალი ანტენა უფრო ნელია სტანდარტულ Starlink V4 ანტენასთან შედარებით, მაგრამ საკმარისად სწრაფია ყოველდღიური ინტერნეტის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, 4K სტრიმინგის ჩათვლით. 

image.jpeg 

SpaceX ემზადება მინი ანტენის შეთავაზებისთვის "რამდენიმე თვეში შერჩეულ ადგილებში". მასკის თქმით, „მინი შეიძლება იყოს შესანიშნავი იაფი ვარიანტი კარგი სარეზერვო ინტერნეტ კავშირისთვის, თუ თქვენი სადენიანი ხაზი მწყობრიდან გამოვა“. 

Starlink-ის მომხმარებელთა ბაზამ გასულ თვეში 3 მილიონ მომხმარებელს მიაღწია და ახალი პროდუქტი შესაძლოა ბევრი მათგანისთვის საინტერესო იყოს. მთავარი კითხვაა რამდენს დააწესებს SpaceX ყოველთვიურ გადასახადად, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ანტენა დროებით გამოსავლად იქნება გამოყენებული. ამჟამად ბევრი ამერიკელი მომხმარებელი იხდის 120 აშშ დოლარს თვეში Starlink-ის სარეზიდენტო ტარიფში. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.