Magdalena Posted June 12, 2024 Posted June 12, 2024 საჰაერო კოსმოსური კომპანია SpaceX-ის ბაზა, სახელწოდებით Starbase, მდებარეობს ბოკა ჩიკაში, ტეხასის შტატში. კომპლექსში მალე ფუნქციონირებას დაიწყებს ახალი საწარმოო ქარხანა, სახელწოდებით Starfactory, რომელიც SpaceX-ს უზრუნველყოფს 9000 კვადრატულ მეტრზე დიდი სივრცით, რათა დაეხმაროს ილონ მასკის უაღრესად ამბიციურ მიზანს -ყოველდღიურად აწარმოოს თითო ხომალდი Starship. ფოტოს წყარო: newatlas.com არსებული მონაცემებით, Starfactory-ის მშენებლობა მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო, ხოლო ქარხნის ექსპლუატაციაში გაშვება ზაფხულში იგეგმება. „როდესაც ამ ქარხანაში შედიხარ, ეს ნამდვილად შთამაგონებელია. გული მკერდიდან მიხტება. ”ეს დაგვეხმარება მნიშვნელოვნად გავზარდოთ ჩვენი წარმოების მაჩვენებელი, რადგან ვცდილობთ მივაღწიოთ გრძელვადიან მიზნებს, რომ გამოვუშვათ ერთი ხომალდი დღეში. ასევე, Starship-ის მეორე ვერსია მალე გამოვა საწარმოო ხაზიდან,” - განაცხადა SpaceX-ის დაპროექტების სისტემების ხარისხის განყოფილების ხელმძღვანელმა ქეით თაისმა (Kate Tice). SpaceX აპირებს Starfactory გამოიყენოს Starship-ის ვერსია 2-ის შესაქმნელად, რომლის წარმოება უფრო ადვილია პირველ მოდელთან შედარებით. კოსმოსურ ხომალდ Starship-ის მეორე ვერსია, გავრცელებული ინფორმაციით, იტევს მეტ საწვავს, უფრო საიმედოა და აქვს დაბალი მშრალი წონა (საწვავის გარეშე). ასევე არის გარკვეული აეროდინამიკური ცვლილებები დიზაინში. ილონ მასკმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ Starship Version 2-ს აქვს წინა ფრთების განსხვავებული პოზიცია, რის გამოც ხომალდი უფრო საიმედო უნდა იყოს. https://tinyurl.com/yymfx6xm Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.