Jump to content

Recommended Posts

Posted

საჰაერო კოსმოსური კომპანია SpaceX-ის ბაზა, სახელწოდებით Starbase, მდებარეობს ბოკა ჩიკაში, ტეხასის შტატში. კომპლექსში მალე ფუნქციონირებას დაიწყებს ახალი საწარმოო ქარხანა, სახელწოდებით Starfactory, რომელიც SpaceX-ს უზრუნველყოფს 9000 კვადრატულ მეტრზე დიდი სივრცით, რათა დაეხმაროს ლონ მასკის უაღრესად ამბიციურ მიზანს -ყოველდღიურად აწარმოოს თითო ხომალდი Starship. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: newatlas.com 

არსებული მონაცემებით, Starfactory-ის მშენებლობა მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო, ხოლო ქარხნის ექსპლუატაციაში გაშვება ზაფხულში იგეგმება. „როდესაც ამ ქარხანაში შედიხარ, ეს ნამდვილად შთამაგონებელია. გული მკერდიდან მიხტება. ”ეს დაგვეხმარება მნიშვნელოვნად გავზარდოთ ჩვენი წარმოების მაჩვენებელი, რადგან ვცდილობთ მივაღწიოთ გრძელვადიან მიზნებს, რომ გამოვუშვათ ერთი ხომალდი დღეში. ასევე, Starship-ის მეორე ვერსი მალე გამოვა საწარმოო ხაზიდან,” - განაცხადა SpaceX-ის დაპროექტების სისტემების ხარისხის განყოფილების ხელმძღვანელმა ქეით თაისმა (Kate Tice). 

image.jpeg 

SpaceX აპირებს Starfactory გამოიყენოს Starship-ის ვერსი 2-ის შესაქმნელად, რომლის წარმოება უფრო ადვილია პირველ მოდელთან შედარებით. კოსმოსურ ხომალდ Starship-ის მეორე ვერსია, გავრცელებული ინფორმაციით, იტევს მეტ საწვავს, უფრო საიმედოა და აქვს დაბალი მშრალი წონა (საწვავის გარეშე). ასევე არის გარკვეული აეროდინამიკური ცვლილებები დიზაინში. ლონ მასკმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ Starship Version 2-ს აქვს წინა ფრთების განსხვავებული პოზიცია, რის გამოც ხომალდი უფრო საიმედო უნდა იყოს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.