Jump to content

Recommended Posts

Posted

AMD-მ თითქმის არაფერი გამოუვლენია უახლესი RDNA 3.5 გრაფიკული არქიტექტურის შესახებ, რომელზეაგებულია Ryzen AI 300 მობილური პროცესორების ინტეგრირებულ გრაფიკა. ცნობილია, რომ განახლებულ iGPU-ს აქვს უფრო მეტ გრაფიკულ ბირთვ წინა თაობის გრაფიკასთან შედარებით. RDNA 3.5-ის პირველი შედეგები გამოჩნდა Geekbench-ის მონაცემთა ბაზაში. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: VideoCardz 

შედგა Ryzen AI 9 HX 170 პროცესორში ინტეგრირებული Radeon 890M-ის ტესტირება. როგორც ადრე გახდა ცნობილი, AMD-მ ბოლო მომენტში შეცვალა მობილური პროცესორების ახალი სერიის სახელი Ryzen AI 300-ად. ეს ფაქტი დადასტურდა Computex 2024-ზე, სადაც გამოჩნდა ლეპტოპები Ryzen AI 9 HX 170 (მჟამად Ryzen AI 9 HX 370) და Ryzen AI 9165 (ამჟამად Ryzen AI 9 365) პროცესორებით 

image.jpeg 

Ryzen AI 9 HX 370 არის 12-ბირთვიანი, 24-ნაკადიანი პროცესორი, რომელსაც აქვს მძლავრი Zen 5 ბირთვებ და მცირე, ენერგოეფექტური Zen 5c ბირთვები. Zen 5 ბირთვი მუშაობს 5.1 გჰც-მდე სიხშირეზე. AMD-ს ჯერ არ გამოუცხადებია Zen 5c ბირთვების ტაქტის სიხშირე. პროცესორი ასევე მოიცავს ინტეგრირებულ RDNA 3.5 გრაფიკას 16 ბლოკით, რომელიც მუშაობს 2.9 გჰც-მდე სიხშირეზე. 

image.jpeg 

Geekbench-ის მონაცემთა ბაზის ჩანაწერში არ არის ნათქვამი, თუ რა TDP-ზე მუშაობდა ჩიპი ტესტირების დროს. თუმცა ცნობილია, რომ პროცესორი გამოიყენებოდა ASUS ProArt A16 ლეპტოპში, რომელსაც არ აქვს დისკრეტული გრაფიკული ბარათი. შეგახსენებთ, რომ Ryzen AI 300 პროცესორების ენერგომოხმარება დინამიურია და შეიძლება მერყეობდეს 15-დან 45 ვატამდე. 

image.jpeg 

Ryzen AI 9 HX 170 (Ryzen AI 9 HX 370) ჩიპის Geekbench-ის ტესტის შედეგები აჩვენებს, რომ ის არ მუშაობდა მაქსიმალურ 5.1 გჰც სიხშირეზე - მისი სიჩქარე შეადგენდა მხოლოდ 4.25 გჰც-ს. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს დაბალი TDP-ის დონით ან ტესტი მაჩვენებლებს არ ითვლიდა სწორად. 

OpenCL ტესტში Radeon 890M-ის ინტეგრირებულმა გრაფიკამ დააგრვა 41.995 ქულა. ეს 39%-ით მეტია, ვიდრე წინა თაობის Radeon 780M ინტეგრირებული გრაფიკის მაჩვენებელი, რომელიც დამყარებულია RDNA 3 არქიტექტურაზე. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.