Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

23 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით Ethereum-ის მთლიანი საბირჟო ბალანსი შემცირდა 797.000 ETH-ით (3 მლრდ აშშ დოლარი). ასეთი მონაცემები მოჰყავს Cryptoquant-ს. 

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გასაყიდად ხელმისაწვდომი მონეტების რაოდენობა მცირდება, რადგან ინვესტორებ გადააქვთ აქტივები არაკასტოდიალურ საფულეებში. 

23 მაისს აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიამ დაიწყო განხილვა Ethereum ETF-ებთან დაკავშირებით ფორმა S-1 რეგისტრაციის განცხადებების შესახებ. 

მსგავსი ტენდენცია CEX-ზე არსებული მონეტების დინამიკასთან დაკავშირებით შეიმჩნევა Bitcoin-ებთან მიმართებაში. 

კაპიტალიზაციის სიდიდით პირველი და მეორე კრიპტოვალუტის საბირჟო ნაშთები მიხედვით მრავალწლიან დაბალ დონეზეა. ციფრული ოქროს წილი [მთლიანი მიწოდებიდან] 11.6%-მდე შემცირდა, ხოლო Ethereum-ს - 10.6%-მდე! კრიპტო-ვეშაპები აგრძელებენ დაგროვებას. მიწოდება იკლებს. მოემზადეთ შემდეგი დიდი ნაბიჯისთვის“, - წერს BtcEcho-ს ანალიტიკოსი ლეონ იდმანი. 

საბირჟო ვაჭრობის ფონდების შესაძლო დამტკიცების ფონზე QCP Capital-მა დაუშვა, რომ სიდიდით მეორე კრიპტოვალუტის კვოტირება 60%-ით გაიზრდება დაახლოებით 6000 აშშ დოლარამდე. ექსპერტებმა თავიანთი პროგნოზი ბაზრის დინამიკაზე დააფუძნეს BTC-ETF-ის გაშვების შემდეგ. 

ადრე, ჯერ კიდევ სპოტ ბირჟაზე ვაჭრობის ფონდების გაშვებამდე, DeFiance Capital-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა არტურ ჩეონგმა დაასახელა 4500 აშშ დოლარი Ethereum-ის ორიენტირად. 

DeFi Report-ის წარმომადგენელ მაიკლ ნადოს თქმით Ethereum-მა შესაძლოა შესყიდვებიდან მეტი სარგებელი ნახოს, ვიდრე Bitcoin-მა - მაინერების სახით „სტრუქტურული გაყიდვების ზეწოლის“ არარსებობის გამო. 

„ETH არის ტექნოლოგიური თამაში Web3-ის ზრდაზე იმ დროს, როდესაც პირველი კრიპტოვალუტა ციფრული ოქროა“, - განმარტა სპეციალისტმა. 

Bloomberg-ის ანალიტიკოსებმა ნაკლებ ოპტიმიზმი გამოხატეს. ჯეიმს სეიფარტმა ივარაუდა, რომ  ETH-ETF-ებზე მოთხოვნა spot Bitcoin-ზე დამყარებული ბირჟაზე ვაჭრობის ფონდების 20-25% იქნება, ხოლო მისი კოლეგა Eric Balchunas-ის ვარაუდით - 15-20%-მდე. 

მათ JPMorgan-ის ექსპერტებიც ეთანხმებიან. ერთ-ერთი მიზეზი, რაც მათ დაასახელეს, იყო Grayscale-ის ETHE-დან თანხების გადინება, როგორც ეს მოხდა GBTC-ის შემთხვევაში Bitcoin ETF-ის გაშვების შემდეგ. 

CoinDesk-ის წარმომადგენელმა ომკარ გოდბოულმა  აღნიშნა ოპტიმიზმის ზრდა Ethereum ოფციონებით მოვაჭრეებს შორის. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.