Jump to content

Recommended Posts

Posted

კონფერენცია Innovation Intel-ის ყველაზე მნიშვნელოვანი ყოველწლიური ღონისძიებაა. ეს არ არის მხოლოდ კომპანიის ტოპ-მენეჯერების პრეზენტაცია ან გამოსვლები. როგორც წესი, ღონისძიება მიმდინარეობს რამდენიმე დღის განმავლობაში და მოიცავს შეხვედრებს დეველოპერებს, სხვადასხვა კომპანიის ხელმძღვანელებსა და აპარატული უზრუნველყოფის არქიტექტორებს შორის. Intel-ისთვის ასევე დამახასიათებელია ღონისძიებაზე ახალი სამომხმარებლო პროდუქტების ანონსი და მიმდინარე წელს მოსალოდნელია Arrow Lake პროცესორების გამოჩენა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Intel 

წლევანდელი ღონისძიება Innovation 24-25 სექტემბერს არის დაგეგმილი. მიუხედავად იმისა, რომ Intel-ს არ გამოუცხადებია კონკრეტულად რას უნდა ველოდოთ, Core Ultra 200 (Arrow Lake) მობილური და დესკტოპის პროცესორების ახალი სერია სავარაუდოდ დაანონსდება სექტემბრის ბოლოს. 

Innovation 2021-ზე კომპანიამ წარადგინა მე-12 თაობის Intel Core დესკტოპ პროცესორები (Alder Lake), შემდეგ წელს - მე-13 თაობის Core დესკტოპ ჩიპები (Raptor Lake), ხოლო გასულ წელს - მობილური Core Ultra 100 (Meteor Lake). 2023 წლის კონფერენციაზე კომპანიამ გააზიარა დეტალები Lunar Lake და Panther Lake პროცესორების და მე-5 თაობის Xeon Scalable სასერვერო პროცესორების (Emerald Rapids) შესახებ. 

Core Ultra 200-ის (Arrow Lake) გარდა მომავალ კონფერენციაზე, სავარაუდოდ, ასევე საუბარი შეეხება სასერვერო Xeon Granite Rapids ჩიპებსა და AI-ამაჩქარებლებ - Gaudi 3. 

ადრე Intel-მა უკვე დაადასტურა, რომ Arrow Lake პროცესორები გამოვა მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში, ამიტომ სამართლიანია ველოდოთ მათ ანონსს Innovation 2024-ზე. სავარუდოდ, გარკვეული დეტალები ასევე ცნობილი გახდება მომავალი Arrow Lake პლატფორმის შესახებ გამოფენა Computex 2024-ზე, რომელიც რამდენიმე დღეში დაიწყება. ამ გამოფენაზე, სავარაუდოდ, Intel ისაუბრებს დედა დაფებისთვის განკუთვნილი 800 სერიის ჩიპსეტების ახალ სერიაზე, რომლებსაც ახალი დესკტოპ პროცესორები გამოიყენებენ. 

Posted

აი ეს ბრენდირების შეცვლა მაგარი უაზრო იყო ჩემი აზრით

ხო შეიზლებოდა i5 15400 ქმოდა

ეხლა core ultra mega 250 super უნდა დაუძახო

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.