Jump to content

Recommended Posts

Posted

თვეების დუმილის შემდეგ აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ (SEC) მოულოდნელად დაამტკიცა Ethereum ETF-ის რვა განაცხადი წამყვანი ფინანსური კომპანიებისგან. ანალიტიკოსები მას პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უწოდებენ და უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში ამ ფონდებში 5-დან 8 მლრდ აშშ დოლარამდე შემოდინებას ელიან. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: DrawKit Illustrations/Unsplash 

განმცხადებლებს შორის არიან ისეთი მსხვილი ფინანსური კომპანიები, როგორიცაა BlackRock, Fidelity, Grayscale, Bitwise, VanEck, Ark Invest, Invesco და Franklin Templeton. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ განაცხადები დამტკიცებულია, ETF-ის ემიტენტებმა ჯერ უნდა დაასრულონ რეგისტრაციის პროცესი, სანამ ვაჭრობას დაიწყებენ. ანალიტიკოსების აზრით ამ პროცესს შეიძლება რამდენიმე კვირიდან სამ თვემდე დასჭირდეს. 

SEC-ის გადაწყვეტილება სრულიად მოულოდნელი იყო, რადგან კომისია ამ დრომდე არ ავლენდა Ethereum ETF-ების დამტკიცების სურვილს. ვარაუდობენ, რომ ასეთი მკვეთრი შემობრუნება დაკავშირებულია პოლიტიკურ ზეწოლასთან. კერძოდ, წინა დღით, ორპარტიული კონგრესმენების ჯგუფმა მოუწოდა SEC-ს Ethereum ETF-ის დამტკიცებისკენ, რათა თანმიმდევრულად ყოფილიყო გამოყენებული Bitcoin ETF-ის დამტკიცებისას დადგენილი სტანდარტები. 

ETF-ების გარდაუვალი გამოშვების მოლოდინმა უკვე იმოქმედა ბაზარზე - Ethereum-ის ფასი იზრდება და მიაღწია 3.949.65 ETH-ს, ხოლო Grayscale Ethereum Trust-ის ფასდაკლება Ethereum-ის ფასთან მიმართებაში 24-დან 6%-მდე შემცირდა. ტრსტი უნდა გადაიზარდოს ETF-ად გაშვებისთანავე. 

თუმცა, ანალიტიკოსები არ ელიან Ethereum ETF-ში თანხების შემოდინებას ისეთივე მასშტაბურად, როგორც Bitcoin ETF-ის შემთხვევაში. Bloomberg-ის ანალიტიკოსმა Eric Balchunas-მა განაცხადა, რომ Ethereum ETF-ებმა შესაძლოა მიიღონ იმ აქტივების მხოლოდ 10-დან 15%-მდე, რომელიც მათმა Bitcoin-კოლეგებმა მიიღეს. ეს იქნება 5-დან 8 მლრდ აშშ დოლარამდე, რაც კარგი დასაწყისია. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.