Magdalena Posted May 20, 2024 Posted May 20, 2024 კრიპტობაზარზე ცვლილებების დინამიკა სულ უფრო მეტად ემსგავსება საფონდო ბირჟის რყევებს. აშშ-ში მოსალოდნელზე დაბალი სამომხმარებლო ფასების ინდექსის ფონზე Bitcoin-ის ფასი სწრაფად გაიზარდა აქციებთან ერთად ბირჟაზე ვაჭრობაში. Coin Metrics-ის თანახმად BTC-ის ფასი გაიზარდა 7%-ზე მეტით 66.124.59 აშშ დოლარამდე, რაც 25 მარტის შემდეგ უმაღლეს მაჩვენებელს წამოადგენს. ფოტოს წყარო: Kanchanara/unsplash.com ასევე, Bitcoin-ის ფასი 13 აპრილის შემდეგ პირველად იყო 50 დღის მოძრავ საშუალო მაჩვენებელზე მეტი. აშშ-ის შრომის სამინისტროს შრომის სტატისტიკის ბიურომ ოთხშაბათს განაცხადა, რომ სამომხმარებლო ფასების ინდექსი გაიზარდა 0.3%-ით მარტიდან, რაც ოდნავ დაბალია Dow Jones Industrial Average-ის პროგნოზის 0.4%-იან ზრდასთან შედარებით. სამომხმარებლო ფასები გასულ წელთან შედარებით 3.4%-ით გაიზარდა. „როდესაც აშშ-ის ძირითადი CPI მცირდება პირველად ექვსი თვის განმავლობაში, ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ინვესტორების განახლებული ინტერესი სარისკო აქტივების მიმართ, როგორიცაა კრიპტოვალუტები, რაც იწვევს Bitcoin ETF-ებში შემოდინების ზრდას“, - განაცხადა 21Shares-ის ანალიტიკოსმა ლინა ელდიბმა. მისი თქმით Bitcoin-ს აქვს უნიკალური პოზიცია, როგორც რისკის შემცველი და რისკიანი აქტივი და ბევრი ინვესტორი ატარებს გრძელვადიან სტრატეგიას კრიპტო აქტივთან მიმართებაში. და მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო პოლიტიკამ შეიძლება გამოიწვიოს Bitcoin-ის ცვალებადობა მოკლევადიან პერიოდში, იგი ძირეულად არ შეცვლის კრიპტოვალუტის გრძელვადიან ტრაექტორიას. ოთხშაბათს დაფიქსირებულ ზრდასთან ერთად Bitcoin-ის ფასი კვირაში 8.92%-ით გაიზარდა - ეს იყო მისი საუკეთესო კვირა 29 მარტის შემდეგ. https://tinyurl.com/bdf3s6vp Quote
George Posted May 20, 2024 Posted May 20, 2024 67700$ ავიდა კვირას, მაგრამ მერე რაღაცა გაუჭირდა ისევე, ეხლა 66700$ დგას უფრო, იყო 67200$-მდეც ასული დილით, ვნახოთ შეიძლება გაცდეს 70000$ ხელმეორეთ ამ დღეებში უკვე Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.