Jump to content

Recommended Posts

Posted

კრიპტობაზარზე ცვლილებების დინამიკა სულ უფრო მეტად ემსგავსება საფონდო ბირჟის რყევებს. აშშ-ში მოსალოდნელზე დაბალი სამომხმარებლო ფასების ინდექსის ფონზე Bitcoin-ის ფასი სწრაფად გაიზარდა აქციებთან ერთად ბირჟაზე ვაჭრობაში. Coin Metrics-ის თანახმად BTC-ის ფასი გაიზარდა 7%-ზე მეტით 66.124.59 აშშ დოლარამდე, რაც 25 მარტის შემდეგ უმაღლეს მაჩვენებელს წამოადგენს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Kanchanara/unsplash.com 

ასევე, Bitcoin-ის ფასი 13 აპრილის შემდეგ პირველად იყო 50 დღის მოძრავ საშუალო მაჩვენებელზე მეტი. აშშ-ის შრომის სამინისტროს შრომის სტატისტიკის ბიურომ ოთხშაბათს განაცხადა, რომ სამომხმარებლო ფასების ინდექსი გაიზარდა 0.3%-ით მარტიდან, რაც ოდნავ დაბალია Dow Jones Industrial Average-ის პროგნოზის 0.4%-იან ზრდასთან შედარებით. სამომხმარებლო ფასები გასულ წელთან შედარებით 3.4%-ით გაიზარდა. 

„როდესაც აშშ-ის ძირითადი CPI მცირდება პირველად ექვსი თვის განმავლობაში, ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ინვესტორების განახლებული ინტერესი სარისკო აქტივების მიმართ, როგორიცაა კრიპტოვალუტები, რაც იწვევს Bitcoin ETF-ებში შემოდინების ზრდას“, - განაცხადა 21Shares-ის ანალიტიკოსმა ლინა ელდიბმა. მისი თქმით Bitcoin-ს აქვს უნიკალური პოზიცია, როგორც რისკის შემცველი და რისკიანი აქტივი და ბევრი ინვესტორი ატარებს გრძელვადიან სტრატეგიას კრიპტო აქტივთან მიმართებაში. და მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს ფედერალური სარეზერვო პოლიტიკამ შეიძლება გამოიწვიოს Bitcoin-ის ცვალებადობა მოკლევადიან პერიოდში, იგი ძირეულად არ შეცვლის კრიპტოვალუტის გრძელვადიან ტრაექტორიას. 

ოთხშაბათს დაფიქსირებულ ზრდასთან ერთად Bitcoin-ის ფასი კვირაში 8.92%-ით გაიზარდა - ეს იყო მისი საუკეთესო კვირა 29 მარტის შემდეგ. 

Posted

67700$ ავიდა კვირას, მაგრამ მერე რაღაცა გაუჭირდა ისევე, ეხლა 66700$ დგას უფრო, იყო 67200$-მდეც ასული დილით, ვნახოთ შეიძლება გაცდეს 70000$ ხელმეორეთ ამ დღეებში უკვე

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.