Jump to content

Recommended Posts

Posted

ცოტა ხნის წინ Apple-მა წარმოადგინა ახალი მობილური პროცესორი M4 ძლიერი AI ძრავი. ჩიპის დებიუტი შედგა ახალ ფლაგმანურ iPad Pro პლანშეტებში, რომლებიც OLED ეკრანითაა წარმოდგენილი. პროცესორი უკვე გამოჩნდა წარმადობის ტესტ Geekbench v6-ის ბაზაში. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Apple 

შეგახსენებთ, რომ Apple M4-ს 28 მილიარდზე მეტი ტრანზისტორი აქვს და იწარმოება TSMC-ის მეორე თაობის 3-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის გამოყენებით. მასში შედის 10 CPU დამუშავების ბირთვი (4 მაღალი წარმადობის და 6 ენერგოეფექტური) და ახალი არქიტექტურის 10 GPU გრაფიკული ბირთვი დინამიური ქეშ-მეხსიერების მხარდაჭერით, ასევე მხარდაჭერილია ბადისებრი დაჩრდილვის ტექნოლოგიებ და რეითრეისინგის აჩქარება. Apple M4-ს აქვს ახალი 16-ბირთვიანი AI ძრავი (NPU) 38 TOPS (ტრილიონი ოპერაცია წამში) წარმადობის მაჩვენებლით. 

image.jpeg 

M4 პროცესორის წარმადობის ტესტირების პირველი შედეგები პერსპექტიულად გამოიყურება. მან დააგროვა 3767 ქულა ერთბირთვიან ტესტში და 14677 ქულა - მრავალბირთვიანი წარმადობის ტესტში. Apple M3 პროცესორთან შედარებით, რომელმაც ანალოგიურ ტესტებში 3087 და 11702 ქულა დააგროვა, ახალი ჩიპი დაახლოებით 22% და 25%-ით უფრო სწრაფია. 

რა თქმა უნდა, სინთეტიკური ტესტის შედეგები არ ასახავს მთლიან სურათს, მაგრამ ისინი მიანიშნებენ იმაზე, თუ რა პროგრესს მიაღწიეს Apple-ის ინჟინრებმა ახალი პროცესორის შემუშავებაში. ახალი ჩიპის წარმადობის შესახებ საბოლოო დასკვნების გამოტანა შესაძლებელი გახდება მასზე დამყარებული მოწყობილობების პირველი დამოუკიდებელი მიმოხილვის შემდეგ. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.