Jump to content

Recommended Posts

Posted

გასული კვირა გამოირჩეოდა ტექნოლოგიური სექტორის მსხვილი კომპანიების კვარტალური ანგარიშების მაღალი კონცენტრაციით, ამიტომ მათი ხელმძღვანელების კომენტარებმა ხელოვნური ინტელექტის სისტემების შემდგომი განვითარების პერსპექტივასთან დაკავშირებით შესაძლოა გავლენა იქონიოს ინვესტორების განწყობაზე. წინა კვირას Nvidia-ს კაპიტალიზაცია მცირდებოდა, მიმდინარე კვირაში კი გაიზარდა 15%-ით 290 მლრდ აშშ დოლარამდე. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Nvidia 

როგორც Bloomberg განმარტავს, ამ Nvidia-სთვის გასული კვირა საუკეთესო აღმოჩნდა გასული წლის მაისის შემდეგ. ანალიტიკოსების აზრით Meta-ს პლატფორმების, Alphabet-ისა და Microsoft-ის წარმომადგენლების განცხადებებმა ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის განვითარებაში ათობით მილიარდი დოლარის ინვესტიციის განზრახვის შესახებ პირდაპირ იმოქმედა Nvidia-ს აქციების ფასებზე, რომელიც კომპიუტერული ამაჩქარებლების უმსხვილეს მიმწოდებელია - ასეთი ამაჩქარებლებით ხდება ხელოვნური ინტელექტის სისტემების ინფრასტრუქტურების ფორმირება. Bank of America-ს ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ამერიკული ქლაუდ ბაზრის მთავარმა მოთამაშეებმა - Google-მა, Microsoft-მა და Meta-მ მნიშვნელოვნად უნდა გაზარდონ კაპიტალური ხარჯები მიმდინარე კალენდარულ წელს და მათი მნიშვნელოვანი ნაწილი მიმართული იქნება Nvidia-ს ამაჩქარებლების შეძენისკენ. 

გასულ პარასკევს Nvidia-ს აქციების ღირებულება 10%-ით შემცირდა, ეს იყო ფასის ყველაზე დიდი დღიური ვარდნა ოთხ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. აქციების დაღმავალი მოძრაობის იმპულსი იყო TSMC-ის ხელლმძღვანელების განცხადებები ნახევრადგამტარი კომპონენტების ბაზრის ზრდის შესახებ კონსერვატიული პროგნოზის შენარჩუნების პირობებში. ტაივანური კომპანია TSMC ამჟამად აწარმოებს Nvidia-ს ყველა გამოთვლით ამაჩქარებელს. მიმდინარე კვირაში აშშ-ის საფონდო ინდექსები გაიზარდა: ნახევრადგამტარი კომპონენტების მწარმოებელი კომპანია SOX-ის მაჩვენებელი გაიზარდა 10%-ით, S&P 500 ინდექსი - 2.7%-ით, ხოლო Nasdaq - 100 4%-ით. აღსანიშნავია, რომ Meta-ს გაზრდილ ხარჯებს ინფრასტრუქტურაზე ჯერ არ მოჰყოლია შემოსავლის ზრდა, რის გამოც კომპანიის აქციები გასულ კვირაში 11%-ით გაძვირდა. Google-ისა და Microsoft-ის ხელმძღვანელებმა მოახერხეს ინვესტორების დარწმუნება, რომ ხელოვნურ ინტელექტში ინვესტიციები უზრუნველყოფდა ფინანსურ ანაზღაურებას. ქლაუდ ბაზრის კიდევ ერთი მთავარი მოთამაშე, Amazon, კვარტალურ შედეგებს სამშაბათს გამოაქვეყნებს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.