Jump to content

Recommended Posts

Posted

Qualcomm-მა გამოაცხადა Snapdragon X Plus ლეპტოპის პროცესორების გამოშვების შესახებ და გააზიარა დამატებითი ინფორმაცია უფროსი Snapdragon X Elite მოდელების შესახებ. კომპანია იყო პირველი, ვინც გამოუშვა ჩიპები, რომლებაც სისწრაფით კონკურენცია გაუწიეს Apple-ის, Intel-ისა და AMD-ის პროდუქტებს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Qualcomm 

Qualcomm Snapdragon X Plus პროცესორი არის საწყისი დონის პროდუქტი სერიაში. მას აქვს 10 Oryon ბირთვი, 42 MB ქეში, ტაქტის სიხშირე 3.4 გჰც და AI-ამაჩქარებელი (NPU) 45 Tops წარმადობით. ჩიპს აქვს LPDDR5x მეხსიერების მხარდაჭერა 8448 მტ/წმ-მდე (მეგატრანსფერი წამში) სიჩქარით და Adreno გრაფიკული ქვესისტემა 3.8 Tflops წარმადობით. 

Qualcomm ასევე გამოუშვებს სამ 12-ბირთვიან Snapdragon X Elite პროცესორს 3.8 გჰც სიხშირით და 4.6 Tflops-ამდე წარმადობის მქონე ინტეგრირებულ გრაფიკით - სამივე მოდელს აქვს იგივე NPU და მეხსიერების მხარდაჭერა Snapdragon X Plus დონეზე. სერიის ორი საუკეთესო მოდელი გამოირჩევა Dual-Core Boost ფუნქციით (4.2 გჰც-მდე) - ეს არის Intel Turbo Boost-ისა და AMD Turbo Core-ის ერთგვარი ანალოგი: ეს ფუნქცია საშუალებას იძლევა საჭიროების შემთხვევაში დარეგულირდეს პროცესორის სიხშირე და გაზარდოს მისი წარმადობა. 

image.jpeg 

Qualcomm-ის პროცესორები გამოირჩევ ჰიბრიდული არქიტექტურის არარსებობით, რომელიც გვხვდება Apple-ისა და Intel-ის ჩიპებში მაღალი წარმადობის და ეფექტური ბირთვებით. ორივე კომპანია აღნიშნავს, რომ ეს არქიტექტურა ამცირებს ენერგმოხმარებას და აუმჯობესებს ბატარეის ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობას, მაგრამ Qualcomm-ის ვერსიაში მისი ყველა Snapdragon ბირთვი არის "მაღალი წარმადობის" და ისინი აღემატება Apple-ის, Intel-ის და AMD-ის ბირთვებს წარმადობაში, ენერგოეფექტურობასა და კომპიუტერის ავტონომიური მუაობის ხანგრძლივობაში - კომპიუტერული თამაშები უნდა "მარტივად მუშაობდეს" Windows-ის Arm ვერსიასთან, თუნდაც ემულატორის საშუალებით. 

პრაქტიკაში Qualcomm Snapdragon X Elite-ზე დამყარებულმა სისტემა საკმაოდ კარგად გაართვა თავი თამაშ Control-ს და დააფიქსირა მაღალი წარმადობა ემულატორში, წერს The Verge. გრაფიკული პარამეტრები არ იყო მაქსიმუმზე, მაგრამ თამაში 30 კადრი წამში დონეზე მიმდინარეობდა. Apple-მა დაამტკიცა, რომ Arm პლატფორმას ლეპტოპში შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს ბატარეის ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობა Intel-ისა და AMD ჩიპების სისტემებთან შედარებით. Qualcomm Snapdragon X პროცესორების გამოსვლასთან ერთად ეს შესაძლებლობა Windows ლეპტოპებისთვისაც გახდება ხელმისაწვდომი. 

Snapdragon X Elite и Plus ჩიპების მქონე პირველი ლეპტოპების გამოჩენა მოსალოდნელია წლის შუა პერიოდში. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.