Jump to content

Recommended Posts

Posted

Razer-მა დააანონსა გეიმინგ კონტროლერი Kishi Ultra მობილური მოწყობილობებისთვის. მას აქვს USB Type-C პორტი, რაც საშუალებას აძლევს იმუშაოს Apple iPhone 15-თან, iPad Mini-სთან და Android გაჯეტებთან - 8-დუიმამდე ეკრანის მქონე სმარტფონებსა და პლანშეტებთან. ახალი პროდუქტის დაკავშირება ასევე შესაძლებელია სადენის საშუალებით კომპიუტერთან ან ლეპტოპთან. კომპანიამ ასევე წარმოადგინა ნაკლებად ძვირადღირებული კონტროლერი Kishi V2. 

image.jpeg 

Razer Kishi Ultra. ფოტოს წყარო: razer.com 

კომპანიის თქმით Razer Kishi Ultra თავსებადია Samsung Galaxy 23 სერიის სმარტფონებთან, Google Pixel 6-სა და უფრო ახალ მოდელებთან, Razer Edge პორტატულ კონსოლთან დაბევრ სხვა Android მოწყობილობასთან, არ გამოირიცხება Samsung Galaxy Z Fold 5 და სხვ დასაკეცი მოდელები. კონტროლერი შეიძლება გაფართოვდეს და დაუკავშირდეს პლანშეტებ - iPad Mini-ს ან 8-დუიმიან Android პლანშეტებს. 

image.jpeg 

Kishi Ultra-ს ერთ-ერთი განსაკუთრებული მახასიათებელია მისი მხარდაჭერა ტაქტილური უკუკავშირის ტექნოლოგია Razer's Sensa HD-ის მიმართ - იგი გამოიყენებოდა Project Esther გეიმინგ სავარძლის ბალიშის კონცეფციაში, რომელიც გამოქვეყნდა CES 2024-ზე. ეს ტექნოლოგია გულისხმობს ხმის ტაქტილურ სიგნალებად გარდაქმნას - იქნება ეს თამაში, ფილმი თუ მუსიკა. მაგრამ არსებობს ნიუანსი: Sensa HD არ არის მხარდაჭერილი iOS-ზე და მუშაობს მხოლოდ Android 12-ზე ან უფრო ახალ ვერსებზე, ასევე Windows 11-ზე. 

image.jpeg 

კონტროლერს აქვს წყვილი Chroma RGB განათების ელემენტი, რომლებიც განლაგებულია უშუალოდ ჯოისტიკების ქვემოთ. Razer Kishi Ultra-ს გამოსაყენებლად საჭიროა ჩამოტვირთოთ აპლიკაცია Razer Nexus, რომელიც ხელმისაწვდომია iOS-სა და Android-ზე. აპლიკაციას შეუძლია მობილური თამაშების გაშვება და აქვს ინტეგრაცია Apple Arcade-თან, Xbox Game Pass-სა და Google Play Store-თან. 

image.jpeg 

Razer Kishi V2 

Razer-მა ასევე წარმოადგინა ნაკლებად ძვირადღირებული Kishi V2 კონტროლერი USB Type-C კავშირით, რომელზეც მხარდაჭერილია iPhone 15, iPad Mini და Android მოწყობილობები. ორივე ახალი პროდუქტი უკვე იყიდება: Razer Kishi Ultra-ის ფასი 149.99 აშშ დოლარია, ხოლო Kishi V2-ის - 99.99 აშშ დოლარი. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.