Jump to content

Recommended Posts

Posted

Nvidia-მ წარადგინა საწყისი დონის პროფესიონალური ვიდეო ბარათები RTX A1000 და RTX A400. ორივე ახალი პროდუქტი დაფუძნებულია Ampere არქიტექტურის ჩიპებზე, რომლებიც დამზადებულია Samsung-ის 8-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის გამოყენებით. ახალი ბარათები ჩაანაცვლებს 2021 წელს გამოშვებულ T1000 და T400 მოდელებს. ვიდეო ბარათების განსაკუთრებული მახასიათებელია რეითრეისინგის მხარდაჭერა, რაც წინამორბედებში არ იყო ხელმისაწვდომი. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Nvidia 

RTX A1000 მოდელში გამოყენებულია მოდიფიცირებული გრაფიკული პროცესორი GA107 2304 CUDA ბირთვით და 72 Tensor ბირთვით, რომლებიც 1460 მჰც სიხშირეზე მუშაობს. ბარათ აქვს 8 გბ GDDR6 მეხსიერება 12 გბ/წმ სიჩქარით კონტაქტზე და 128-ბიტიანი 192 გბ/წმ სიჩქარის მქონე სალტეს მხარდაჭერით. ვიდეო ბარათის ენერგომოხმარება 50 ვატი წინამორბედის მსგავსად. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: AnandTech 

RTX A400 მოდელში წარმოდგენილია გრაფიკული პროცესორი 768 CUDA ბირთვით და 24 Tensor ბირთვით, რომელიც მუშაობ 1755 მჰც სიხშირეზე. ამაჩქარებელ აქვს 4 გბ GDDR6 მეხსიერება 12 გბ/წმ სიჩქარით თითო კონტაქტზე, მხარდაჭერილია 64-ბიტიან სალტე 96 გბ/წმ სიჩქარით, რაც RTX A1000-ის მაჩვენებლის ნახევარია. საინტერესოა, რომ უმცროსი მოდელის ენერგომოხმარება 50 ატია, ხოლო მისი წინამორბედი მხოლოდ 30 ვატს მოიხმარდა. 

ორივე ბარათს აქვს აქტიური გაგრილების სისტემა ერთი ქულერით. ახალი ბარათების სისქე გაფართოების ერთი სლოტი. ორივე ბარათზე ხელმისაწვდომია ოთხი მინი-DisplayPort 1.4a კონექტორი. გარდა წარმადობის სხვაობისა, RTX A1000 და RTX A400 განსხვავდება ვიდეო შესაძლებლობებით. უფროს მოდელ აქვს NVDEC დეკოდირების ორი ბლოკი, ხოლო RTX A400-ს - მხოლოდ ერთი. 

Nvidia-ს ცნობით, RTX A1000 უკვე ხელმისაწვდომი მისი პარტნიორებისთვის, ხოლო RTX A400 დისტრიბუტორებში მაისში გამოჩნდება. კომპიუტერები და სამუშაო სადგურების OEM-ები, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყებენ ამ გრაფიკული ბარათების შეთავაზებას. 

 

  • Upvote 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.