Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Asus-მა წარმოადგინა ProArt სერიის ორი პროფესიონალური მონიტორი - ProArt Display PA32KCX და ProArt Display OLED PA32UCDM. ორივე მათგანს აქვს 32-დუიმიანი ეკრანი. მწარმოებელი აცხადებს, რომ ProArt Display PA32KCX არის პირველი პროფესიონალური მონიტორი, რომელზეც მხარდაჭერილია 8K გაფართოება და მინი-LED განათება. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Asus 

ProArt Display PA32KCX მონიტორზე მხარდაჭერილია 7680 × 4320 პიქსელი გაფართოება. მას აქვს მინი-LED განათების 4096 ადგილობრივი დაბნელების ზონა და მაქსიმალური სიკაშკაშე 1200 კდ/2. მონიტორს გააჩნია HLG და HDR10 გამოსახულების ფორმატების მხარდაჭერა. 

image.jpeg 

ProArt Display PA32KCX-ზე მხარდაჭერილია 97%-იანი DCI-P3 ფერთა გამდა DeltaE <1 ფერის სიზუსტე. მონიტორში ჩაშენებულია ელექტრო კოლორიმეტრი ავტომატური კალიბრაციის ფუნქციით პროფესიონალური დონის ფერის გადმოცემის პარამეტრების მხარდაჭერისთვის. ასევე აქვს არეკვლის საწინააღმდეგო საფარი და მხარდაჭერილია Eye Care+ ტექნოლოგია, რაც ამცირებს თვალებზე დატვირთვას. 

ხელმისაწვდომია HDMI 2.1 და DisplayPort 2.1 პორტები, ასევე USB ჰაბი ორი Thunderbolt 4 (USB Type-C) ინტერფეისით, რომლებზეც მხარდაჭერილია 96 ვატამდე სიმძლავრის გადაცემა გარე დაკავშირებულ მოწყობილობაზე. 

image.jpeg 

ProArt Display OLED PA32UCDM მონიტორს აქვს 315-დუიმიანი QD-OLED ეკრან 4K გაფართოებით, 10-ბიტიანი ფერის სიღრმის მხარდაჭერა, 99% DCI-P3 ფერთა გამის დაფარვა და 1000 კდ/2 მაქსიმალური სიკაშკაშე. მონიტორის თითოეული ერთეული წინასწარ იქნება დაკალიბრებული ქარხანულად, DeltaE <1-ის ფერის გადმოცემის დონემდე. მოწყობილობაზე მხარდაჭერილია HDR-10 და HLG ფორმატების ჩვენება. 

მონიტორზე წარმოდგენილია Thunderbolt 4 პორტი გარე მოწყობილობისთვის 96 ვატამდე სიმძლავრის გადაცემის შესაძლებლობით, ასევე HDMI 2.1 და ინტეგრირებული USB ჰაბი. 

Asus ორივე მონიტორს წარადგენს 14-დან 17 აპრილამდე პერიოდში გამოფენა NAB Show 2024-ზე, სადაც ასევე წარმოადგენს გრაფიკასთან, ფოტოებსა და ვიდეოებთან პროფესიონალური მუშაობისთვის განკუთვნილ სხვა ახალ მოწყობილობებს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.