Jump to content

სისტემი აწყობა - რეკომენდაცია კომპანიაზე


Recommended Posts

Posted

მეგობრებო, რომელ კომპანიას გაუწევდით რეკომენდაციაზე გეიმინგ სისტემის აწყობაზე ? ფეისბუქში ბევრი რეკლამა მხვდება სხვადასხვა კონფიგურაცია სხვადასხვა ფასად.

საშუალო დონის გეიმინგ სისტემა მინდა GTX4060 ანდ GTX3070

Posted

დიდათ არცერთს მაგრამ ალბათ უფრო ultra.ge-ს..მოწესრიგებული მაღაზიაა და არამგონია სხვებივით მეორად ნაწილებზე ჩალიჩობდნენ.იქნება კიდე სხვა ნორმალური კომპანიებიც.ბევრ მაღაზიასთან არ მქონია შეხება მაგრამ ყველაზე მეტად ultra მომეწონა.პადვალში გახსნილ კომპანიებს ვერ ვენდობი

ყველაზე კარგია მაინც შენით შეიძინო ყველა დეტალი და თუ აწყობას ვერ შეძლებ მარტო მაგაში გადაუხადო ფული ვინმეს

Posted

ნუ პაჭა-პუჭა მაღაზიები უფრო დაბალ ფასებში ყიდიან მაინც ყველაფერს, შედარებით ცნობილი მაღაზიები უკვე ეგრე იაფს აღარ აფასებენ, რამდენიმე მაღაზიაა რომელსაც შედარებით იაფათ აქვს სისტემები ხელზე აწყობა თუ არ გინდა, იგივე ივერსი და ადაშოპი მახსენდება პირველ რიგში, ხანდახან ულტრაშიც კარგი ფასდაკლებებია, ნაკლებათ ცნობილი მაღაზიები იაფათ ყიდიან უფრო, თუმცა გარანტიაც უნდა დაივიწყო ეგეთებში, როგორც წესი ფორმალური გარანტია აქვს ბევრს, ხანდახან like-new პროდუქციასაც ყიდიან ხოლმე, მემგონი ხელზე ყიდვა ჯობია, ჩვენ ფორუმზეც აქვთ ხოლმე კარგი რაღაცეები, კეისს იყიდი კიდე მაღაზიაში და ეგაა

Posted

მადლობა!

გამოწერას ალბათ აზრი არ აქვს და მეც ეგეთი შთაბეჭდილება მრჩება ან შევაგროვო ნაწილები ან შედარებით 'რესპექტაბელური' მაღაზია.

Posted

მაღაზიაში ან ბევრს იხდი, ან ზოგიერთ დეტალს ბიუჯეტურს თანხმდები, სხვა შემთხვევაში კარგი კომპი არ გამოდის კარგ ფასად :D

პატარა მაღაზიებს მიადგე ჯობია, მეორადი დეტალებიც რომ აქვთ ახალთან ერთად და გარანტიასაც იძლევიან, ან თავად იყიდო დეტალები სათითაოდ, მეტი სირბილი შეგრჩება, მაგრამ ყველა დეტალს ნორმალურს აიღებ :)

პატარა მაღაზიებიდან ეითჰომი, პისიბუილდერი და აშ.

Posted

პატარა მაღაზიებიდან მეორადები ვისაც აქვს შედარებით ცივილური ესაა და ნორმალურიც it works.ge სულ ახალი დეტალები ბრენდულ მაღაზიებს თითქმის ერთ ფასად აქვს . ადაშოპი და ულტრა ნორმალურია ასევე 

Posted

დიდი მადლობა ყველას!

On 4/16/2024 at 12:18 PM, Gogla1990 said:

მაღაზიაში ან ბევრს იხდი, ან ზოგიერთ დეტალს ბიუჯეტურს თანხმდები, სხვა შემთხვევაში კარგი კომპი არ გამოდის კარგ ფასად :D

პატარა მაღაზიებს მიადგე ჯობია, მეორადი დეტალებიც რომ აქვთ ახალთან ერთად და გარანტიასაც იძლევიან, ან თავად იყიდო დეტალები სათითაოდ, მეტი სირბილი შეგრჩება, მაგრამ ყველა დეტალს ნორმალურს აიღებ :)

პატარა მაღაზიებიდან ეითჰომი, პისიბუილდერი და აშ.

პატარა მაღაზიები რაც ახსენე მაგათი ვებსაიტები ხომ არ იცი? 

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.