koSTARica Posted April 16, 2024 Posted April 16, 2024 მეგობრებო, რომელ კომპანიას გაუწევდით რეკომენდაციაზე გეიმინგ სისტემის აწყობაზე ? ფეისბუქში ბევრი რეკლამა მხვდება სხვადასხვა კონფიგურაცია სხვადასხვა ფასად. საშუალო დონის გეიმინგ სისტემა მინდა GTX4060 ანდ GTX3070
vechny Posted April 16, 2024 Posted April 16, 2024 დიდათ არცერთს მაგრამ ალბათ უფრო ultra.ge-ს..მოწესრიგებული მაღაზიაა და არამგონია სხვებივით მეორად ნაწილებზე ჩალიჩობდნენ.იქნება კიდე სხვა ნორმალური კომპანიებიც.ბევრ მაღაზიასთან არ მქონია შეხება მაგრამ ყველაზე მეტად ultra მომეწონა.პადვალში გახსნილ კომპანიებს ვერ ვენდობი ყველაზე კარგია მაინც შენით შეიძინო ყველა დეტალი და თუ აწყობას ვერ შეძლებ მარტო მაგაში გადაუხადო ფული ვინმეს
George Posted April 16, 2024 Posted April 16, 2024 ნუ პაჭა-პუჭა მაღაზიები უფრო დაბალ ფასებში ყიდიან მაინც ყველაფერს, შედარებით ცნობილი მაღაზიები უკვე ეგრე იაფს აღარ აფასებენ, რამდენიმე მაღაზიაა რომელსაც შედარებით იაფათ აქვს სისტემები ხელზე აწყობა თუ არ გინდა, იგივე ივერსი და ადაშოპი მახსენდება პირველ რიგში, ხანდახან ულტრაშიც კარგი ფასდაკლებებია, ნაკლებათ ცნობილი მაღაზიები იაფათ ყიდიან უფრო, თუმცა გარანტიაც უნდა დაივიწყო ეგეთებში, როგორც წესი ფორმალური გარანტია აქვს ბევრს, ხანდახან like-new პროდუქციასაც ყიდიან ხოლმე, მემგონი ხელზე ყიდვა ჯობია, ჩვენ ფორუმზეც აქვთ ხოლმე კარგი რაღაცეები, კეისს იყიდი კიდე მაღაზიაში და ეგაა
koSTARica Posted April 16, 2024 Author Posted April 16, 2024 მადლობა! გამოწერას ალბათ აზრი არ აქვს და მეც ეგეთი შთაბეჭდილება მრჩება ან შევაგროვო ნაწილები ან შედარებით 'რესპექტაბელური' მაღაზია.
Gogla1990 Posted April 16, 2024 Posted April 16, 2024 მაღაზიაში ან ბევრს იხდი, ან ზოგიერთ დეტალს ბიუჯეტურს თანხმდები, სხვა შემთხვევაში კარგი კომპი არ გამოდის კარგ ფასად პატარა მაღაზიებს მიადგე ჯობია, მეორადი დეტალებიც რომ აქვთ ახალთან ერთად და გარანტიასაც იძლევიან, ან თავად იყიდო დეტალები სათითაოდ, მეტი სირბილი შეგრჩება, მაგრამ ყველა დეტალს ნორმალურს აიღებ პატარა მაღაზიებიდან ეითჰომი, პისიბუილდერი და აშ.
sabaaa Posted April 16, 2024 Posted April 16, 2024 პატარა მაღაზიებიდან მეორადები ვისაც აქვს შედარებით ცივილური ესაა და ნორმალურიც it works.ge სულ ახალი დეტალები ბრენდულ მაღაზიებს თითქმის ერთ ფასად აქვს . ადაშოპი და ულტრა ნორმალურია ასევე
koSTARica Posted April 18, 2024 Author Posted April 18, 2024 დიდი მადლობა ყველას! On 4/16/2024 at 12:18 PM, Gogla1990 said: მაღაზიაში ან ბევრს იხდი, ან ზოგიერთ დეტალს ბიუჯეტურს თანხმდები, სხვა შემთხვევაში კარგი კომპი არ გამოდის კარგ ფასად პატარა მაღაზიებს მიადგე ჯობია, მეორადი დეტალებიც რომ აქვთ ახალთან ერთად და გარანტიასაც იძლევიან, ან თავად იყიდო დეტალები სათითაოდ, მეტი სირბილი შეგრჩება, მაგრამ ყველა დეტალს ნორმალურს აიღებ პატარა მაღაზიებიდან ეითჰომი, პისიბუილდერი და აშ. პატარა მაღაზიები რაც ახსენე მაგათი ვებსაიტები ხომ არ იცი?
Gogla1990 Posted April 18, 2024 Posted April 18, 2024 https://athome.ge/ https://builders.ge/ https://itworks.ge/
koSTARica Posted April 18, 2024 Author Posted April 18, 2024 12 minutes ago, Gogla1990 said: https://athome.ge/ https://builders.ge/ https://itworks.ge/ მადლობა! პ.ს. ცოტა ჩამოვრჩი 2013-14 აღარ გამიახლებია სისტემა )
Recommended Posts
Archived
This topic is now archived and is closed to further replies.