Jump to content

Recommended Posts

Posted

Google-მა დააანონსა თავისი პირველი Arm პროცესორი - მას Axion ჰქვია და განკუთვნილია მონაცემთა ცენტრების სერვერულ სისტემებში გამოსაყენებლად. პრეს-რელიზში Google ამბობს, რომ Axion უზრუნველყოფს ინდუსტრიაში წამყვანი წარმადობის და ენერგოეფექტურობის მაჩვენებლებს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Google Cloud 

კომპანია არ აზიარებს პროცესორის დეტალურ აღწერას. ცნობილია, რომ Axion დამყარებულია ArmV9 არქიტექტური Arm Neoverse V2 ბირთვებზე და გააჩნია მისთვის დამახასიათებელი ინსტრუქციები. ჩიპში გამოყენებულია სპეციალიზებულ მიკროკონტროლერებ Titanium, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქსელის კავშირებსა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ამოცანებზე. გარდა ამისა, Titanium-ს გადააქვს მეხსიერების I/O დამუშავება Hyperdisk-ში, Google Cloud-ის ქსელური ბლოკის შენახვის სერვისში. 

Google-ის თანახმად Axion უზრუნველყოფს 30%-მდე მეტ წარმადობას ქლაუდში უსწრაფეს ზოგადი დანიშნულების Arm-ზე დამყარებულ ინსტრუმენტებთან შედარებით, ასევე 50%-მდე მეტ წარმადობას და 60%-მდე მეტ ენერგოეფექტურობას x86-თავსებად გადაწყვეტილებებთან შედარებით. Google არ აზიარებს შედარების ნათელ მაგალითებს. 

კომპანია აღნიშნავს, რომ უკვე დაიწყო თავისი სერვისების - BigTable-ის, Spanner-ის, BigQuery-ს, Blobstore-ის, Pub/Sub-ის, Google Earth Engine-ის და YouTube Ads-ის გადატანა Axion პროცესორების მქონე სისტემებზე. 

Google Cloud-ის პრეს-რელიზში ასევე ნათქვამია, რომ Axion აგებულია ღია ფუძეზე, ამიტომ მომხმარებლებს შეეძლებათ Google Cloud-ზე არსებული Arm workloads გადაიტანონ ახალ პლატფორმაზე რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილების გარეშე SystemReady Virtual Environment (VE) პროგრამის გამოყენებით. Axion შეიძლება გამოყენებულ იქნას Google-ის ბევრ ქლაუდ სერვისში, მათ შორისაა Google Compute Engine, Google Kubernetes Engine, Dataproc, Dataflow, Cloud Batch და სხვა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.