Magdalena Posted April 12, 2024 Posted April 12, 2024 მომავალ თვეში Microsoft გამართავს ღონისძიებას, რომელშიც გამოავლენს თავის ხედვას "ხელოვნური ინტელექტის მქონე კომპიუტერების" კონცეფციის შესახებ. როგორც ჩანს, პროგრამული გიგანტი დარწმუნებულია Windows-on-Arm ლეპტოპების ახალი ხაზის წარმატებაში და თვლის, რომ ისინი Apple-ის M3-ზე მომუშავე MacBook Air-ზე უკეთესი იქნება როგორც პროცესორის წარმადობაში, ისე ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ ამოცანებში, წერს The Verge. ფოტოს წყარო: Microsoft ცხადია, რომ Microsoft დიდ იმედებს ამყარებს ახალ Qualcomm Snapdragon X Elite Arm პროცესორებზე, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ ის წარმადობა, რომელიც საჭიროა Windows-on-Arm პროგრამული პლატფორმის ბაზარზე უფრო აგრესიული განვითარებისთვის. კომპანია დიდ ფსონს დებს ამ ჩიპებზე, რომლებიც წელს გამოჩნდება სხვადასხვა მწარმოებლის ლეპტოპებში, ასევე Surface-ის უახლეს მოწყობილობებში. წყაროს ცნობით, Microsoft იმდენად დარწმუნებულია Qualcomm-ის ახალ ჩიპებში, რომ გეგმავს დემონსტრაციების სერიის ჩატარებას, რომელიც აჩვენებს, თუ რამდენად სწრაფია ახალი Windows ლეპტოპები MacBook Air M3-თან შედარებით პროცესორის წარმადობის და სიჩქარის თვალსაზრისით ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ ამოცანები და თუნდაც აპლიკაციის ემულაციაში. წყარომ Microsoft-ის შიდა დოკუმენტებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ Windows-ზე დამყარებული „ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე კომპიუტერები“ შეძლებენ „აპლიკაციის უფრო სწრაფ ემულაციას, ვიდრე Rosetta 2“, - Apple-ის კომპიუტერებში გამოყენებული ემულატორი. წყაროს ცნობით, Microsoft ასევე გეგმავს Surface Pro 10-ისა და Surface Laptop 6-ის სამომხმარებლო ვერსიების წარდგენას Snapdragon X Elite პროცესორებით Intel Core Ultra-ს ნაცვლად. Microsoft-მა უკვე დააანონსა აღნიშნული მოწყობილობების ბიზნეს ვერსიები - სამომხმარებლო მოდელებისგან განსხვავებით მათში Core Ultra ჩიპებია წარმოდგენილი. ეგრეთ წოდებულ „ხელოვნური ინტელექტის მქონე პერსონალურ კომპიუტერებს“ წვდომა ექნება Windows-ის ხელოვნური ინტელექტის ახალ ფუნქციებზე, როგორიცაა AI Explorer, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს „ამოიღონ ყველაფერი, რაც ოდესმე უნახავთ ან გაუკეთებიათ თავიანთ მოწყობილობაში“. ეს ინსტრუმენტი ჰგავს Timeline-ს, რომელიც გამოჩნდა Windows 10-ში და საბოლოოდ წაშალეს დეველოპერებმა. AI Explorer იყენებს ხელოვნური ინტელექტის თანაპროცესორს, რათა დაეხმაროს მომხმარებლებს დაიმახსოვრონ რაზე მუშაობდნენ ადრე და რა მოქმედებები შეასრულეს სხვადასხვა აპლიკაციაში. ფოტოს წყარო: Qualcomm Microsoft ასევე ცდილობს გააუმჯობესოს ვიდეო ნაკადი Arm კომპიუტერებზე, რომლებიც მუშაობენ Windows-ზე ხელოვნური ინტელექტის ახალი ფუნქციით. „ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე კომპიუტერები“ მიიღებენ Windows Studio-ს ფონის დაბინდვის ეფექტების მხარდაჭერას, სურათების უფასოდ გენერირების უნარს და ბევრ სხვას. Qualcomm ასევე დარწმუნებულია თავის ახალ Arm პროცესორებში. ცოტა ხნის წინ კომპანიამ გამოაქვეყნა ტესტის შედეგები, რომლებიც აფიქსირებს Snapdragon X Elite პროცესორების უპირატესობას Apple M2 და Core Ultra 7 ჩიპებთან შედარებით მრავალი მახასიათებლის მხრივ. Qualcomm ამტკიცებს, რომ ბევრი თამაში კარგად იმუშავებს ახალ Arm ლეპტოპებზე, ამიტომ არ არის გამორიცხული ბაზარზე გამოჩნდეს გეიმინგ მოწყობილობები X Elite ჩიპებით. Microsoft გამართავს "AI PC" პრეზენტაციას 20 მაისს, დეველოპერთა ყოველწლიური კონფერენცია Build-ის წინა დღეს. აღმასრულებელი დირექტორი სატია ნადელა ისაუბრებს კომპანიის "ხელოვნური ინტელექტის ხედვაზე აპარატულ და პროგრამულ უზრუნველყოფაში", რომელიც გზას გაუხსნის Windows-ის ახალი ვერსიის გამოშვებას Arm-ზე და ინვესტირებას ხელოვნური ინტელექტის ფუნქციებში Windows 11-ისთვის. წყაროს მიხედვით Microsoft-ის ხედვა მოიცავს სლოგანს „Copilot ყველა მომხმარებლისთვის“ - ეს მინიშნებაა Microsoft-ის გრძელვადიან კონცეფციაზე „კომპიუტერი ყველა სახლში“, რომელიც წარსულში გამოიყენებოდა Windows-ის პოპულარიზაციისთვის. კომპანია ელოდება, რომ 2026 წლის ბოლოსთვის Windows-ის ახალი მოწყობილობების 50%-ში გამოყენებული იქნება ხელოვნური ინტელექტის მქონე თანაპროცესორით აღჭურვილი პროცესორები. https://tinyurl.com/5ufszu2n Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.