Magdalena Posted April 11, 2024 Posted April 11, 2024 აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისია (SEC) საბოლოოდ დაამტკიცებს სპოტ ETF-ებს, რომელიც დამყარებულია კაპიტალიზაცის სიდიდით მეორე კრიპტოვალუტაზე. ამის შესახებ JPMorgan-ის ანალიტიკოსმა Nikolaos Panigirtzoglou-მ The Block-თან განაცხადა. ”თუ მაისში არ დამტკიცდება ETH-ETF-ები, ასეთ შემთხვევაში ვვარაუდობთ, რომ შედგება სასამართლო პროცესი. დიდი ალბათობით, SEC საბოლოოდ წააგებს მას (როგორც გასულ წელს Grayscale და Ripple-ის შემთხვევებში მოხდა). ეს ნიშნავს იმას, რომ SEC საბოლოოდ დაამტკიცებს სპოტ ETH-ETF-ებს (მაგრამ არა - ამა წლის მაისზე ადრე),” - განაცხადა მან. თებერვალში JPMorgan-ის ანალიტიკოსებმა Ethereum ETF-ების დარეგისტრირების ალბათობა 50%-ით შეაფასეს. იგივე შანსებს ინარჩუნებს Panigirtzoglou მაისისთვის. მარტში Bloomberg-ის ანალიტიკოსმა Eric Balchunas-მა 70%-დან 35%-მდე გაანახევრა ETH-ETF-ის მაისში დამტკიცების ალბათობა. იმავე თვეში მარკეტ მეიკერ GSR-ის სპეციალისტებმა შანსები 20%-ად შეაფასეს. აპრილში SEC-მა Grayscale-ის, Fidelity-ს და Bitwise-ისგან საჯარო კომენტარები მოითხოვა საბირჟო ფონდების ვაჭრობის პოტენციურ თანხებზე, რომელიც ემყარება სიდიდით მეორე კრიპტოვალუტას. კრიპტო საფულე MetaMask-ის მფლობელმა კომპანია ConsenSys-მა წერილი გაუგზავნა კომისიას და მოითხოვა სპოტ Ethereum-ETF-ების დამტკიცება. https://tinyurl.com/339su76e
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now