Jump to content

OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორი და Apple-ის ყოფილი მთავარი დიზაინერი ეძებენ ინვესტიციებს ხელოვნური ინტელექტის მქონე პერსონალური მოწყობილობის შესაქმნელად


Recommended Posts

Posted

OpenAI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სემ ოლტმენმა და Apple-ის ყოფილმა მთავარმა პროდუქტების დიზაინერმა ჯონი აივმა (Jony Ive, სურათზე) გადაწყვიტეს გააერთიანონ ძალები ხელოვნურ ინტელექტზე დამყარებული პერსონალური მოწყობილობის შესაქმნელად და ახლა ეძებენ დაფინანსებას ერთობლივი პროექტისთვის, აცხადებს რესურსი The Information.  

image.jpeg 

ფოტოს წყარო: macrumors.com 

ხელოვნური ინტელექტის მქონე მომავალი მოწყობილობის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი, მაგრამ ის სმარტფონის მსგავსი არ იქნება. ოლტმენი ერთ-ერთი ინვესტორი სტარტაპ Humane-ში, რომელმაც შექმნა ხელოვნური ინტელექტის მქონე თან სატარებელი მოწყობილობა ეკრანის გარეშე, Humane AI pin, რომელიც განკუთვნილია სმარტფონის ჩანაცვლებისთვის. სავსებით შესაძლებელია, რომ აივთან ერთად რაიმე მსგავსის შექმნა იგეგმებოდეს. 

ხმები ახალ პროექტზე აივისა და ლტმენის შესაძლო თანამშრომლობის შესახებ გასულ შემოდგომაზე გაჩნდა. როგორც ირკვევა, ისინი ფაქტობრივად იმ დროს აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს, როდესაც პროექტი ადრეულ ეტაპზე იყო, ამიტომ ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა. The Information-ის თანახმად, აივის და ოლტმენის ახალი, უსახელო სტარტაპი ამჟამად ეძებს დაფინანსებას თავისი საქმიანობისთვის მსხვილი ვენჩურული კაპიტალისტებისაგან, აივი აპირებს 1 მლრდ აშშ დოლარამდე ინვესტიციების მოზიდვას. შესაძლო ინვესტორებს შორისაა იაპონური კორპორაცია SoftBank, OpenAI-ის მხარდამჭერი ფონდი Thrive Capital, გრეთვე სტივ ჯობსის ქვრივი ლორენ პაუელი. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.