Jump to content

Recommended Posts

Posted

AMD-მ წარმოადგინა პროცესორები Ryzen Embedded 8000. ეს არის კომპანიის პირველი ინტეგრირებადი გადაწყვეტილებები მძლავრი AI NPU-ით, რომელიც დამყარებულია XDNA არქიტექტურაზე და გააჩნია გამომთვლელი წარმადობა 16 TOPS (ტრილიონი ოპერაცია წამში). ხოლო პროცესორის ყველა ბლოკს ერთად შეუძლია 39 TOPS-მდე წარმადობის უზრუნველყოფა. ახალი პროცესორები განკუთვნილა ხელოვნური ინტელექტის მქონე ინდუსტრიული სისტემებისთვის, მათ შორის მანქანური ხედვისა და რობოტექნიკის სისტემებისთვის. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: AMD 

სერია შედგება ოთხი მოდელისგან, რომლებიც ტექნიკური მახასიათებლებით არაფრით განსხვავდებიან ჩვეულებრივი მობილური APU Ryzen 8000-ისგან, რომელიც დამყარებულია Zen 4 არქიტექტურაზე. სერია მოიცავს ექვსბირთვიან Ryzen Embedded 8640U-ს სიხშირით 4.3-5.0 გჰც და Ryzen Embedded 8645HS-ს 3.5-4.9 გჰც სიხშირით, ასევე შედის რვაბირთვიანი Ryzen Embedded 8840U 3.3-5.1 გჰც სიხშირით და ასევე რვაბირთვიანი Ryzen Embedded 8845HS 3.8-5.1 გჰც სიხშირით. ახალ პროცესორებს აქვთ რეგულირებადი ენერგმოხმარება 15-დან 30 ვატამდე და 30-დან 54 ვატამდე, მოდელის მიხედვით. 

image.jpeg 

ჩიპებს აქვს PCIe 4.0-ის 20 არხის და ორარხიანი DDR5-5600 ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერა შეცდომების კორექციის ფუნქციით (ECC). 

პროცესორებს ასევე აქვთ ინტეგრირებული Radeon გრაფიკა, რომელიც დამყარებულია RDNA 3 არქიტექტურაზე. შედეგად მხარდაჭერილია 4K გაფართოების ოთხ დისპლეისთან დაკავშირებას, ასევე AV1, H.264 და H.265 ვიდეო კოდეკების აპარატულ დეკოდირებას და დაშიფვრას. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.