Jump to content

Recommended Posts

Posted

Blackwell არქიტექტურაზე დამყარებული მრავალი გამოთვლითი გადაწყვეტილების ტექნიკური მახასიათებლები Nvidia-მ GTC 2024-ის კონფერენციაზე გააზიარა კვირის დასაწყისში, მაგრამ კომპანიას არ უსაუბრია მათი მიწოდების დაწყების დროსა და სავარაუდო ღირებულებაზე. ამჯერად CNBC-თან ინტერვიუში Nvidia-ს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ გრაფიკულ პროცესორ Blackwell B200-ის ფასი 30 ათასიდან 40 ათას აშშ დოლარამდე დიაპაზონშია. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Nvidia 

როგორც წყარო განმარტავს, ასეთი პოზიციონირება დიდად არ განასხვავებს Blackwell-ს მისი წინამორბედი Hopper-ისგან, რომელიც შეფასებულია 25 ათასიდან 40 ათას აშშ დოლარამდე თითო ჩიპზე. როდესაც კომპანიამ H100 გამოუშვა, გი საგრძნობლად უფრო ძვირი ღირდა, წინამორბედ A100-თან შედარებით. ახლა ასეთი ზრდა არ შეინიშნება, თუ დავეყრდნობით ჯენსენ ჰუანგის განცხადებებს CNBC-თან ინტერვიუში. მან ასევე აღნიშნა, რომ კომპანიამ დაახლოებით 10 მლრდ აშშ დოლარი დახარჯა Blackwell-ის სერიის ჩიპების განვითარებასა და მათ კომპიუტერულ ინფრასტრუქტურაში ინტეგრირებაზე. 

თუ ვიმსჯელებთ ჰუანგის განცხადებებით, რომლებიც Bloomberg-მა GTC 2024-ზე ანალიტიკოსებთან გამოსვლისას მოისმინა, Nvidia-ს აფასებს სასერვერო კომპონენტების ბაზრის მოცულობას წელიწადში 250 მლრდ აშშ დოლარად მისი განვითარების ამჟამინდელ დონეზე. ამ თანხიდან ძირითადი ნაწილი ხელოვნური ინტელექტის სისტემების კომპონენტების შესყიდვას მოხმარდება და თავად Nvidia ამ თანხების მნიშვნელოვან წილს მოელს. კომპანიის მთავარმა ფინანსურმა დირექტორმა კოლეტ კრესმა აღნიშნა, რომ Blackwell-ის თაობის ამაჩქარებლების მიწოდება დაიწყება მიმდინარე წლის ბოლომდე. მიუხედავად იმისა, რომ Nvidia უკეთ არის მომზადებული ამ კომპონენტებზე მაღალი მოთხოვნისთვის, მისი აზრით  მაინც ვერ მოხერხდება დეფიციტ თავიდან არიდება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.