Jump to content

Recommended Posts

Posted

ცნობილმა გერმანულმა ავტომწარმოებელმა Mercedes-Benz-მა და ზოგადი დანიშნულების რობოტების შემქმნელმა Apptronik-მა გამოაცხადეს შეთანხმების შესახებ, რომლის მიხედვითაც მხარეები ითანამშრომლებენ Mercedes-Benz-ის წარმოებაში მაღალტექნოლოგიური რობოტებისთვის განკუთვნილი აპლიკაციების შესასწავლად. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Apptronik 

როგორც შეთანხმების ნაწილი, Mercedes-Benz იწყებს საპილოტე პროექტს Apptronik-ის ჰუმანოიდ რობოტ Apollo-ს შესაძლებლობების შესამოწმებლად, რომელმაც უნდა შეასრულოს სხვადასხვა ამოცანები მანქანების წარმოებაში, მაგალითად მიაწოდოს ასაწყობი კომპლექტები საწარმოო ხაზში კომპონენტების შემოწმებისას. სამომავლოდ იგეგმება შემოწმდეს Apollo-ს უნარი, მიაწოდოს ნაწილების ნაკრებები წარმოების პროცესის საბოლოო ეტაპებზე. 

პრეს-რელიზის თანახმად ჰუმანოიდი რობოტების გამოყენება დაეხმარება კომპანიებს, როგორიცაა Mercedes-Benz, აამოქმედონ ადამიანებისთვის განკუთვნილ სივრცეებში მუშაობაზე ოპტიმიზებული რობოტექნიკა, რის შედეგად აღმოიფხვრება ობიექტების ძვირადღირებულ სრულმასშტაბიან რეორგანიზების საჭიროება ძირითადად რობოტების და არა ადამიანების მიერ გამოყენებისთვის. „ეს მიდგომა მიზნად ისახავს ფიზიკურად რთული, განმეორებადი და მოსაწყენი ამოცანების ავტომატიზაციას, რისთვისაც სულ უფრო რთული ხდება სანდო მუშაკების პოვნა“, - ნათქვამია პრეს-რელიზში. 

Mercedes გეგმავს გამოიყენოს რობოტექნიკა და Apollo დაბალკვალიფიციური, ფიზიკურად რთული შრომის ავტომატიზაციისთვის“, - განაცხადა Apptronik-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა Jeff Cardenas-მა და აღნიშნა, რომ უახლოეს წლებში რობოტების ეს მოდელი სხვა ორგანიზაციებშიც იქნება გამოყენებული. 

ჰუმანოიდი რობოტი Apollo 173 სმ სიმაღლისაა, 73 კგ-ს იწონის და შეუძლია 25 კგ-მდე ტვირთის აწევ. იგი შექმნილია ინდუსტრიულ გარემოში ადამიანებთან მუშაობისთვის. ამავდროულად, Apollo-ს გამოთვლითი შესაძლებლობები საშუალებას აძლევს ხელოვნურ ინტელექტს, გააფართოვოს გამოყენების ის შემთხვევები, რისთვისაც იგი თავდაპირველად შეიქმნა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.