Jump to content

Recommended Posts

Posted

ASUS ROG-ის გუნდმა გამოაცხადა, რომ დაამყარა ოთხი ახალი მსოფლიო რეკორდი უახლესი 24-ბირთვიანი Intel Core i9-14900KS პროცესორის გამოყენებით, რაც მოიცავს რეკორდული სიხშირის მიღწევას, ასევე სამ რეკორდულ შედეგ წარმადობის ტესტებში. ახალ პროცესორზე მხარდაჭერილია ავტომატურ აჩქარება 6.2 გჰც-მდე ერთ ან ორ ბირთვზე, თუმცა ენთუზიასტებისთვის ეს მაჩვენებელი მხოლოდ საწყისი წერტილი აღმოჩნდა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: ASUS 

წინა ჯერზე CPU-ის ტაქტის სიხშირის აბსოლუტური რეკორდი 9044 მჰც დაფიქსირდა 2023 წლის 17 ოქტომბერს Core i9-14900KF პროცესორის გამოყენებით შვედ ოვერქლოქერ Jon "Elmor" Sandström-ის მიერ. CPU-ის სიხშირის ამჯერად დაფიქსირებული რეკორდია 9117.75 მჰც. იგი დამყარდა Core i9-14900KS პროცესორზე იმავე ოვერქლოქერისა და მისი გუნდის მიერ. აჩქარებისთვის ასევე გამოყენებული იყო ენთუზიასტებისთვის განკუთვნილი დედა დაფა ROG Maximus Z790 APEX Encore. 

image.png 

გამოქვეყნებული ვიდეოს მიხედვით Core i9-14900KS-ის ტემპერატურა -231 გრადუსი ცელსიუსი იყო. ამავდროულად, ჩიპი მუშაობდა 1.85 ვოლტ ძაბვაზე. რა თქმა უნდა, ასეთი რეკორდის დამყარება მოითხოვდა ეგზოტიკური გაგრილების გამოყენებას - ამ შემთხვევაში გამოყენებული იყო თხევადი ჰელიუმი. 

გარდა ამისა, ASUS-მა გამოაცხადა, რომ Core i9-14900KS-მა დაამყარა სამი ახალი მსოფლიო რეკორდი PiFast, SuperPI 1M და PYPrime 32B ბენჩმარკებში, რაც მან მოახერხა შესაბამისად 6.79 წამში, 3.768 წამში და 97.596 წამში. სამწუხაროდ, არ გამოცხადებულა რა სიხშირეზე მუშაობდა პროცესორი ამ ტესტებში. 

  • Upvote 2

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.