Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია X მალე გამოუშვებს აპლიკაციას  SmartTV-სთვის, განაცხადა რესურს Fortune-მა საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით. წყაროს თქმით, აპლიკაცია შემდეგ კვირაში გამოვა და იგი იქნება YouTube-ის სატელევიზიო აპლიკაციისიდენტური”. აპლიკაცია თავდაპირველად ხელმისაწვდომი გახდება Amazon-ისა და Samsung-ის ტელევიზორებზე. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: X 

მასკის მიზანია X გადააქციოს YouTube-ის კონკურენტ ვიდეო პლატფორმად, ომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს უყურონ „ხანგრძლივ ვიდეოებ დიდ ეკრანზე“. ეს ნაბიჯი არის გეგმის ნაწილი, რომელიც გამოქვეყნდა ივლისში, რათა X უფრო მიმზიდველი გახდეს ინტერნეტ-ინფლუენსერების და რეკლამის განმთავსებლებისთვის. წყაროს ცნობით, მასკი YouTube-ის გარდა გეგმავს ისეთ სერვისებთან კონკურენციის გაწევას, როგორიცაა Twitch, Signal და სოციალური პლატფორმა Reddit. 

ტელეეკრანებზე მიკრობლოგების სერვისის არსებობის გაფართოების იდეა ახალი არ არის. Twitter-მა გამოუშვა სატელევიზიო აპლიკაციები მანამდე სულ მცირე სამჯერ, პირველი ვერსიები გამოვიდა 2010 წელს ამჟამად უკვე გაუქმებულ Google TV პლატფორმაზე და 2011 წელს Samsung-ის Smart Hub პლატფორმაზე SmartTV-ებისთვის. 2016 წელს, NFL 10 თამაშის მაუწყებლობის შესახებ გარიგების დადების შემდეგ, კომპანიამ გამოუშვა ვიდეო სტრიმინგის აპლიკაციები Amazon Fire TV-სთვის, Apple TV-სდა Xbox One-ისთვის. 

Fortune-მა აღნიშნა, რომ მასკი აქცენტს აკეთებს მედიის ცნობილ ადამიანებზე, ონლაინ-ინფლუენსერებსა და ონლაინ ვიდეო თამაშების სტრიმინგზე. კომპანიამ ახლახანს მოაწერა კონტრაქტს ხელი CNN-ის ყოფილ ვარსკვლავ დონ ლემონთან ახალი შოუს ექსკლუზიურად X-ზე წამოწყების შესახებ. Fox News-ის ყოფილი წამყვანი ტაკერ კარლსონი ხშირად აქვეყნებს ხანგრძლივ ვიდეოებს X-ზე. 

მასკმა კონტენტის ავტორებს მოუწოდა გადაიტანონ მთელი ვიდეო კონტენტი X-ზე და ამტკიცებს, რომ ეს მათ სარგებელს მოუტანსარეკლამო შემოსავლების გაზრდით. 2023 წელს YouTube-ის ამერიკელი მომხმარებლების თითქმის ნახევარი უყურებდა პლატფორმის ვიდეოებს ტელევიზორებზე, ხოლო იანვარში ნილსენმა განაცხადა, რომ YouTube იყო ყველაზე დიდი სტრიმინგ სერვისი აშშ-ში ტელევიზორის ეკრანებზე ნახვების 8.6%-ით. შედარებისთვის, Netflix-ის მაჩვენებელი 7.9%-ია. 

ამავე დროს, სოციალური ქსელი X კვლავ კარგავს მომხმარებლებს და რეკლამის განმთავსებლებს. Edison Research-ის ბოლო კვლევის თანახმად პლატფორმის გამოყენების მასშტაბი გასული წლის განმავლობაში 30%-ით შემცირდა. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.