Jump to content

Recommended Posts

Posted

საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაცია TAITRA-ს პრეს-რელიზის თანახმად, რომელიც ტაივანური ელექტრონიკის გამოფენა Computex-ის ორგანიზატორია, Intel მომავალ ღონისძიებაზე ისაუბრებს მონაცემთა ცენტრისა და სამომხმარებლო სეგმენტისთვის განკუთვნილ შემდეგი თაობის პროდუქტებზე. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Intel 

სავსებით შესაძლებელია, რომ კომპანიამ დააანონსო Arrow Lake სერიის პროცესორები სამომხმარებლო სეგმენტის კომპიუტერების და ლეპტოპებისთვის. ამ შემთხვევაში, გამოფენა იქნება შესანიშნავი შესაძლებლობა დედა დაფების მწარმოებლებისთვის - წარადგინონ ახალი თაობის პროდუქტები LGA 1851 პროცესორის სოკეტით, რომლებიც Arrow Lake ჩიპებში იქნება გამოყენებული. 

TAITRA-ს თანახმად, Intel-ის აღმასრულებელი დირექტორი Pat Gelsinger ისაუბრებს Computex 2024-ზე: „TAITRA (Taiwan External Trade Development Council) აანონსებს Intel-ის აღმასრულებელ დირექტორ Pat Gelsinger-ის გამოსვლას ღონისძიებაზე, რომელიც გაიმართება 4 ივნისს. ხელოვნური ინტელექტის თემის ფარგლებში, რომელზეც მიმდინარე წლის გამოფენა იქნება ფოკუსირებული, Gelsinger წარადგენს ახალი თაობის პროდუქტებს მონაცემთა ცენტრებისდა სამომხმარებლო სეგმენტისთვის. 

TAITRA-ს ბოლო პრესრელიზში ასევე აღნიშნულია, რომ Intel ისაუბრებს, თუ როგორ იყენებს კომპანია Xeon, Gaudi და Core Ultra სერიის პროდუქტებს ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად. აქტუალური Meteor Lake ჩიპების მსგავსად Arrow Lake-ის მომავალი პროცესორები აღჭურვილი იქნება სპეციალური ხელოვნური ინტელექტის ამაჩქარებლით (NPU). 

მომავალ Computex 2024 გამოფენაში მონაწილეობა AMD-ის ხელმძღვანელმა ლიზა სუმაც დაადასტურა. ის 3 ივნისს იგი წარადგენს პრეზენტაციას. სავარაუდოდ, AMD დააანონსებს ახალ Zen 5 არქიტექტურას და მასზე დამყარებულ პროცესორებს. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.