Jump to content

Recommended Posts

Posted

მიმდინარე კვირის დასაწყისში SpaceX-ის Super Heavy გამშვებმა რაკეტამ და კოსმოსურმა ხომალდმა Starship-მა დაასრულეს საწვავის სრულად შევსების გამოცდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სისტემა მზად არის მესამე სატესტო ფრენისთვის. SpaceX-ის ანგარიშზე სოციალურ ქსელ X-ზე გამოჩნდა გიგანტური რაკეტის პირდაპირ ეთერში გაშვების ბმული, რომელიც დაგეგმილია 14 მარტს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: SpaceX / X 

ღსანიშნავია, რომ SpaceX-ის მიერ გამოქვეყნებულ ცნობის მიუხედავად ლონ მასკის კომპანიას ჯერ არ მიუღია ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციისგან (FAA) Starship-ის შემდეგი გაშვების ნებართვა. გასულ თვეში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ მარეგულირებელი მოითხოვდა 17 ცვლილების შეტანას, მათ შორის 7 მათგანს გამშვები რაკეტის პირველი ეტაპის კონსტრუქციაში და 10-ს - ხომალდის კონსტრუქციაში. Starship-ის კონსტრუქციაში რიგი ცვლილებების შეტანის აუცილებლობა დადასტურდა წინა საცდელი ფრენის დროს რაკეტისა და ხომალდი აფეთქების მიზეზების შესწავლისას. 

ამის მიუხედავად, SpaceX-მა აჩვენა Starship-ის მზადყოფნა მომავალი ფრენისთვის. მიმდინარე კვირაში სრულად აწყობილმა 122-მეტრიანმა რაკეტამ გაიარა საწვავის შევსების ტესტირება, რაც ერთ-ერთი ბოლო ეტაპია გაშვებამდე. ტესტის დროს SpaceX-ის სპეციალისტებმა ავზებში 4.5 ათასი ტონა თხევადი მეთანის საწვავი და ჟანგბადი ჩატვირთეს. ვინაიდან ამ პროცესმა ინციდენტის გარეშე ჩაიარა, შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ რაკეტა სრულიად მზადაა შემდეგი ფრენისთვის. 

Starship-ის წინა ფრენა შედგა 2023 წლის 18 ნოემბერს და დასრულდა აფეთქებით, რაკეტა კი პირველად აფრინდა 2023 წლის 20 აპრილს, მაგრამ ეს გაშვება შეწყდა საგანგებო სიტუაციის გამო. ამ თვეების განმავლობაში SpaceX-მა მრავალი ცვლილება შეიტანა არა მხოლოდ გამშვები რაკეტის პირველი ეტაპის კონსტრუქციაში, არამედ ტეხასის შტატში მდებარე ბაზაზე საფრენი პლატფორმის არქიტექტურაში. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.