Jump to content

Recommended Posts

Posted

Qualcomm-მა გამოაქვეყნა მოკლე ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ აღემატება Snapdragon X Elite-ზე მომუშავე ლეპტოპ Intel Core Ultra 7-ზე დამყარებულ ლეპტოპს ამოცანებში, რომლებიც დაკავშირებულია ხელოვნური ინტელექტის გამოსახულების გენერირების ალგორითმებთან. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Qualcomm 

ვიდეოზე თანდართული აღწერის მიხედვით Snapdragon X Elite-ს აქვს დამხმარე ხელოვნური ინტელექტის თანაპროცესორი (NPU) 45 TOPS (ტრილიონი ოპერაცია წამში) წარმადობით. სწორედ NPU-ის წარმადობის დემონსტრირება მოხდა კომპანიის ვიეოში. Snapdragon X Elite-ისა და Intel Core Ultra 7-ს სიჩქარე, რომელსაც ისევე, როგორც Meteor Lake სერიის ყველა პროცესორს საკუთარი NPU აქვს, შემოწმდა გამოსახულების გენერაციის პროგრამებში Stable Diffusion-სა და GIMP-ში. მოგვიანებით Qualcomm-მა განმარტა, რომ Snapdragon X Elite-ის ტესტებისთვის გამოყენებული იყო Stable Diffusion და Fast Stable Diffusion-ის 1.5 ვერსია. Intel Core Ultra 7-ზე დამყარებულ სისტემაშიც გამოიყენებოდა Stable Diffusion 1.5 პლაგინებით OpenVINO Backend და user_guide_for_windos_users. 

ვიდეო იწყება Stable Diffusion-ში სისტემის ტესტით. Snapdragon X Elite-ზე მომუშავე ლეპტოპმა ხილის სურათის გენერირების ამოცანა 7.25 წამში დაასრულა, Intel Core Ultra 7-ზე დამყარებულმა ლეპტოპმა კი - 22.26 წამში. ორივე სისტემას დავალებად მიცემული ჰქონდა საჭირო სურათის იდენტური აღწერა. 

image.jpeg 

გენერატორ GIMP-ში ორივე სისტემას ასევე დაევალა იდენტური გამოსახულების გენერირება - ლომი, რომელიც მზეზე თბება. Snapdragon X Elite-ის მქონე სისტემისთვის გამოყენებული იქნა Qualcomm AI Stack მოდული. Snapdragon ჩიპის მქონე ლეპტოპმა 12.12 წამში შეძლო ლომის 10 განსხვავებული სურათის გენერირება. Intel-ზე დამყარებულმა ლეპტოპმა OpenVINO მოდულის გამოყენებით იმავე დროში მხოლოდ ერთ სურათი შექმნა. 

image.jpeg 

image.jpeg 

Snapdragon X Elite-ის უპირატესობა ხელოვნური ინტელექტის ამოცანებში სავსებით მოსალოდნელია, რადგან Intel Core Ultra ჩიპებში შემავალი NPU უზრუნველყოფს მხოლოდ 34 TOPS-მდე წარმადობას. Meteor Lake არის Intel-ის პირველი პროცესორი, რომელსაც NPU აქვს. Intel-მა ადრე განაცხადა, რომ მომავალი თაობის Arrow Lake (დესკტოპი) და Lunar Lake (მობილური) პროცესორები უზრუნველყოფენ სამჯერ მეტ AI-წარმადობას Meteor Lake-თან შედარებით. იანვრის დასაწყისში CES 2024-ზე ცნობილი გახდა, რომ ეს ჩიპები განვითარების ბოლო სტადიაშია და მიმდინარე წლის ბოლოს იქნება წარმოდგენილი. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Tom's Hardware 

სევე აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ Snapdragon X Elite გამოჩნდა Geekbench-ის სინთეტიკური ტესტის მონაცემთა ბაზაში, სადაც მან აჩვენა დამაჯერებლად მაღალი წარმადობა კონკურენტების x86-თავსებად მობილურ პროცესორებთან შედარებით. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.