Jump to content

Recommended Posts

Posted

ჩინურ კომპანი Xiaomi-ის ხელმძღვანელობამ MWC 2024-ზე განაცხადა, რომ კომპანია აპირებს თავის პირველ ელექტრომობილ SU7-ის პოპულარიზაციას პრემიუმ ფასების სეგმენტში იმ იმედით, რომ გაამართლებს არც თუ ისე დაბალ ფასს პროგრამული ეკოსისტემის დონეზე კარგი ინტეგრაციით. მხოლოდ ჩინეთში კომპანიას ჰყავს 20 მილიონი პრემიუმ სმარტფონის მფლობელი, რომელთაგან ბევრმა შეიძლება მოისურვოს Xiaomi-ს ელექტრომობილის შეძენა. 

image.jpeg 

შესაბამისი განმარტებები CNBC-ის წარმომადგენლებთან MWC 2024-ის ფარგლებში გააკეთა Xiaomi Group-ის პრეზიდენტმა Weibing Lu-მ. მისი თქმით, Xiaomi SU7 ელექტრომობილის პირველი მყიდველები ამ ბრენდის სმარტფონების მფლობელები იქნებიან. თავდაპირველად კომპანია განიხილავდა თავისი ელექტრომობილების ფასების განსხვავებულ პოზიციონირებას, რომლის განვითარებაზეც 10 მლრდ აშშ დოლარი იყო გამოყოფილი, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად ჩინეთის ელექტრომობილების ბაზარზე ფასების დაუნდობელი ომები მძვინვარებს, დაბალი ფასის სეგმენტზე ფსონს დადება უბრალოდ აზრს მოკლებულია. Xiaomi SU7-ის მიწოდება ჩინეთის ბაზარზე მომდევნო კვარტალში დაიწყება, მაგრამ კომპანიას ჯერ არ გამოუცხადებია პირველი ელექტრომობილის საფასო დიაპაზონი. 

ხელოვნური ინტელექტის ელემენტების მქონე ოპერაციულ სისტემა HyperOS-ს გამოიყენებენ Xiaomi-ს ელექტრომობილები და სმარტფონებ, დროთა განმავლობაში მის მხარდაჭერას მიიღებს ამ ბრენდის საოჯახო მოწყობილობებიც. ახალი პლატფორმა შეამცირებს მომხმარებლის მიერ გაცემული ბრძანებების რაოდენობას, ვინაიდან სისტემა თავად განასზღვრავს საჭირო მოქმედებებს. ელექტრომობილები გახდება Xiaomi-ის ბრენდირებული ეკოსისტემის მნიშვნელოვანი ელემენტი, ისევე როგორც სმარტფონები ან სახლის მოწყობილობები. 

image.jpeg 

Xiaomi Group-ის პრეზიდენტის თქმით 10-20 წელში ელექტრომობილების ბაზარი დღევანდელ სმარტფონების ბაზარს დაემსგავსება. ხუთი უმსხვილესი მოთამაშე გააკონტროლებს ბაზრის 70%-მდე წილს და მნიშვნელოვანი ინვესტიციების გარეშე Xiaomi უბრალოდ განწირულია ამ ბაზრიდან გავარდნისთვის. ამ დროისთვის კომპანია ეყრდნობა კონტრაქტორს ელექტრომობილების წარმოებაში, მაგრამ სამომავლოდ გეგმავს მათ დამოუკიდებელ წარმოებას, ისევე როგორც ბევრი ავტო კომპონენტისა. 

უცხოურ ბაზრებზე გაფართოება Xiaomi-ის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია და გამონაკლის არც საავტომობილო სეგმენტი წარმოადგენს. Xiaomi-ის ხელმძღვანელობა არ აკონკრეტებს, როდის დაიწყება ბრენდი ელექტრომობილების მიწოდება ჩინეთის ფარგლებს გარეთ, მაგრამ აღნიშნავს, რომ ამ პროცესს, როგორც წესი, ორიდან სამ წლამდე სჭირდება. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.