Jump to content

Recommended Posts

Posted

NVIDIA-მ წარმოადგინა RTX 500 და RTX 1000 Ada გრაფიკული ბარათები მობილური სამუშაო სადგურებისთვის - ისინი შეავსებენ ადრე გამოშვებულ RTX 2000, 3000, 3500, 4000 და 5000 GPU-ებს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: nvidia.com 

პროფესიონალური ვიდეო ბარათები NVIDIA RTX 500 და RTX 1000 შეიცავს ნეიროპროცესორებს (NPU) და NVIDIA RTX გრაფიკას, მათ შორის Tensor-ბირთვებს ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების დამუშავებისთვის. NPU ხელს შეუწყობს ცენტრალური პროცესორის დატვირთვას ხელოვნური ინტელექტის მსუბუქი ამოცანების შესრულების დროს, ხოლო გრაფიკული ქვესისტემა განკუთვნილია უფრო დიდი რესურსის დატვირთვებისთვის: ვიდეოკონფერენციისთვის ხელოვნური ინტელექტის ფუნქციებით, ნაკადური ვიდეოსთვის ხელოვნური ინტელექტის მასშტაბირებისთვის, აგრეთვე გენერაციული ხელოვნური ინტელექტის პლატფორმებისთვის. NVIDIA RTX 500 უზრუნველყოფს 154 TOPS (INT8) წარმადობას, RTX 1000 - 193 TOPS-ს. მხოლოდ ცენტრალურ პროცესორზე მუშაობასთან შედარებით NVIDIA RTX 500 უზრუნველყოფს წარმადობის 14-მაგ ზრდას Stable Diffusion მასშტაბის მოდელების ლოკალური გაშვებისას, სამმაგ ზრდას ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით გამოსახულების რედაქტირებისას, აგრეთვე სიჩქარის დაახლოებით 10-მაგ ზრდას  სამგანზომილებიანი გრაფიკის დამუშავებისას. 

image.jpeg 

NVIDIA-მ მოიყვანა მრავალი მაგალითი, სადაც პროფესიონალური ვიდეო ბარათები RTX 500 და RTX 1000 ოპტიმალური გადაწყვეტილება იქნება, ესენია: ფონური ხმაურის მოშორება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ვიდეო რედაქტორში; მასშტაბირებისას სტატიკური გამოსახულების სიმკვეთრის გაზრდა; DLSS ტექნოლოგიით მუშაობა; კორპორატიულ მომხმარებლებს შეეძლებათ ლოკალურად ამუშაონ ენის დიდი მოდელები, ხოლო მკვლევარებს შეეძლებათ შეასრულონ ამოცანები, რომლებიც დაკავშირებულია მონაცემთა დამუშავებას და ხელოვნური ინტელექტის მოდელების მართვასთან. 

კომპანიამ აღნიშნა, რომ Ada Lovelace არქიტექტურის NVIDIA RTX 500 და RTX 1000 ვიდეო ბარათები განკუთვნილია თხელი და მსუბუქი ლეპტოპებისთვის. გამოყენებულია მესამე თაობის RT-ბირთვები, რომლებიც უზრუნველყოფს წინა თაობასთან შედარებით წარმადობის ორმაგ ზრდას რეითრეისინგის გამოყენებისას; აგრეთვე წარმოდგენილია მეოთხე თაობის Tensor-ბირთვები წინა თაობასთან შედარებით გაზრდილი სიჩქარით ხელოვნური ინტელექტის ამოცანების ოპტიმიზაციისთვის; ასევე NVIDIA CUDA Ada Generation ბირთვები წარადობის 30%-იანი ზრდით (FP32) გრაფიკულ და გამოთვლით დატვირთვებში; ხელმისაწვდომია 4 გბ (RTX 500) ან 6 გბ (RTX 1000) ვიდეო მეხსიერება, DLSS 3-ის მხარდაჭერა კადრების დამატებითი გენერაციით, აგრეთვე AV1 კოდეკის მხარდაჭერა. 

NVIDIA RTX 500 და RTX 1000 Ada Generation პროფესიონალური გრაფიკული ბარათების დებიუტი შედგება გაზაფხულზე Dell-ის, HP-ის, Lenovo-ს და MSI-ს ახალ ლეპტოპებში. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.