Jump to content

Recommended Posts

Posted

Jeff Bezos-მა, Amazon-მა, NVIDIA-მ და Microsoft-მა ინვესტიცია განახორციელეს Figure AI-ში - სტარტაპში, რომელიც ქმნის ჰუმანოიდ რობოტებს. მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები შეუერთდნენ ხელოვნური ინტელექტის ახალი აპლიკაციების ძიებისთვის ბრძოლას. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: figure.ai 

დაფინანსების ბოლო რაუნდში Figure AI-მ, რომელსაც ადრე OpenAI უჭერდ მხარს, 675 მლნ აშშ დოლარი შეაგროვა, განაცხადა Bloomberg-ის ანალიტიკოსმა მარკ გურმანმა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით. Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა თავის კომპანი Explore Investments-ის მეშვეობით 100 მლნ აშშ დოლარი გამოყო; Microsoft-მა 95 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩადო,  ხოლო NVIDIA-მ და Amazon-ის შვილობილმა კომპანიამ - თითოეულმა 50 მლნ აშშ დოლარი. 

რობოტექნიკა ხდება ახალი საზღვარი ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიაში, რომელიც მოიცავს მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებას აქტუალური პრობლემების გადასაჭრელად. სტარტაპის მიერ შემუშავებულ რობოტ Figure 01-ს შეუძლია შეასრულოს ადამიანებისთვის შეუფერებელი სახიფათო ამოცანები, ასევე მომავალში რობოტექნიკა დაეხმარება მუშახელის დეფიციტთან გამკლავებას. სხვა მსხვილმა კომპანიებმაც მიიღეს მონაწილეობა Figure AI-ის დაფინანსების რაუნდში, ესენია: Intel-ის ვენჩურული კაპიტალის განყოფილება (25 მლნ აშშ დოლარი), LG Innotek (8.5 მლნ აშშ დოლარი), Samsung-ის საინვესტიციო ჯგუფი (5 მლნ აშშ დოლარი), ასევე OpenAI (5 მლნ აშშ დოლარი), რომელიც ადრე კომპანიის შეძენას განიხილავდა. მრავალი ვენჩურული ფონდიდან ყველაზე დიდი ინვესტიცია განახორციელეს Parkway Venture Capital-მა და Align Ventures-მა - 100 მლნ აშშ დოლარი და 90 მლნ აშშ დოლარი, შესაბამისად. Figure AI თავდაპირველად ელოდა 500 მლნ აშშ დოლარ მოზიდვას, თუმცა შეაგროვა 675 მლნ აშშ დოლარი. 

ინვესტორებთან ხელშეკრულებების გაფორმება და თანხების გადარიცხვა 26 თებერვალს არის დაგეგმილი და დეტალების დამუშავების შემდეგ თანხები შესაძლოა შეიცვალოს, ამბობენ წყაროები. 2 მლრდ აშშ დოლარის შეფასება წინასწარია, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი არ ითვალისწინებს დაფინანსების რაუნდში მოზიდულ თანხებს. 2022 წელს Amazon-მა მხარი დაუჭირა კომპანია Agility Robotics-ს - ახლა ისინი ერთობლივად ტესტავენ რობოტებს Amazon-ის ერთ-ერთ საწყობში. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.