Jump to content

Recommended Posts

Posted

NVIDIA-მ პროფესიონალური ვიდეო ბარათების ასორტიმენტი გააფართოვა ახალი კომპაქტური მოდელით - RTX 2000 ADA. ეს არის მეშვიდე და ყველაზე უმცროსი ბარათი სპეციალიზებული გრაფიკული ამაჩქარებლების სერიაში, რომელიც დამყარებულია Ada Lovelace არქიტექტურაზე. მავე არქიტექტურის RTX 4000 SFF მოდელის მსგავსად ახალ ბარათს აქვს დაბალი პროფილის დიზაინი და განკუთვნილია კომპაქტურ კომპიუტერებში (SFF) გამოსაყენებლად. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: NVIDIA 

RTX 2000 ADA-ს ასევე აქვს RTX 4000 SFF-ის მსგავსი დაბალი ენერგომოხმარება - მხოლოდ 70 ვატი. ვიდეო ბარათს არ გააჩნია დამატებითი კვების კონექტორი. RTX 4000 SFF-ისგან განსხვავებით, რომელიც დამყარებულია AD104 გრაფიკულ ჩიპზე 6144 CUDA ბირთვით, RTX 2000 ADA მოდელში წარმოდგენილია AD107 გრაფიკული პროცესორი 2816 CUDA ბირთვით. ჩიპი ასევე შეიცავს 88 მეოთხე თაობის Tensor და 22 მესამე თაობის RT ბირთვს. მახასიათებლების თვალსაზრისით ახალი პროდუქტი ოდნავ სუსტია გეიმინგ GeForce RTX 4060-თან შედარებით. 

NVIDIA RTX 2000 ADA არის RTX 2000 Ampere-ის პირდაპირი მემკვიდრე, რომელსაც 12 გბ მეხსიერება ჰქონდა. ახალ ვიდეო ბარათს აქვს 16 გბ მეხსიერება და ეს, სხვათა შორის, იმაზე მეტია, ვიდრე არაოფიციალურად ცხადდებოდა. ამავდროულად, RTX 2000 ADA-ზე მხარდაჭერილია 128-ბიტიანი მეხსიერების სალტე და 224 გბ/წმ-მდე სიჩქარე. ბარათზე გამოიყენება PCIe 4.0 ინტერფეისი, მაგრამ მწარმოებელმა ამ ინტერფეისის მხოლოდ 8 არხი გამოყო. 

image.jpeg 

RTX 2000 ADA-ს გარე კონექტორების ნაკრები მოიცავს ოთხ Mini-DisplayPort 1.4a-ს, ამიტომ მათ, ვისაც სჭირდება უფრო თანამედროვე DisplayPort 2.0 ან 2.1, როგორც იმავე დონის სპეციალიზებული GPU-ს ნაწილი, მოუწევს AMD-ისა და Intel-ის გადაწყვეტილებების ძიება. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: VideoCardz 

RTX 2000 ADA-ის ფასი 625 აშშ დოლარია. იგი ხელმისაწვდომი აპრილიდან გახდება კომპანიის პარტნიორებისგან, რომელთა შორისაა Arrow Electronics, Ingram Micro, Leadtek, PNY, Ryoyo Electro, TD SYNNEX, Dell, HP და Lenovo. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.