Jump to content

Recommended Posts

Posted

ოთხი კოსმოსური ტურისტი, რომლებმაც თითქმის სამი კვირა გაატარეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე, დედამიწაზე დაბრუნდნენ Crew Dragon კოსმოსური ხომალდით. ეს მისია იყო მესამე სრულად კომერციული ფრენა, რომელიც განახორციელა SpaceX-მა და Axiom Space-მა NASA-სთან დადებული კონტრაქტის ფარგლებში. SpaceX-მა ექსპედიციის წევრებს  სოციალურ ქსელ X-ში მიულოცა: „Dragon-ის დაშვება დადასტურდა. კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება დედამიწაზე! 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: SpaceX 

კოსმოსური ხომალდი Crew Dragon ფლორიდაში მდებარე NASA-ს კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან 19 იანვარს გაფრინდა. 7 თებერვალსომალდი მიუერთდა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს. 9 თებერვალს იგი წარმატებით დაეშვა ატლანტის ოკეანეში ფლორიდას სანაპიროსთან. Axiom Space-მა პირდაპირი ტრანსლაცია ჩაატარა Ax-3 ეკიპაჟის საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან დედამიწაზე დაბრუნების პროცესის შესახებ. 

მესამე ტურისტული მისიის მეთაური იყო NASA-ს ყოფილი ასტრონავტი Michael Eladio López-Alegría. საერთაშორისო ეკიპაჟში ასევე შედიოდნენ იტალიელი ასტრონავტი Walter Villadei, შვედი მტესტავი პილოტი და ასტრონავტი Marcus Wandt, ასევე სამხედრო და სამოქალაქო მფრინავი და ინჟინერი Alper Gezeravcı - თურქეთის პირველი  მოქალაქე, რომელიც ეწვია კოსმოსს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.