Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

Geometric Energy Corporation-მა მეორედ დაჯავშნა SpaceX-თან DOGE-1 თანამგზავრის მთვარეზე გაშვება. მისიის საფასური სრულად გადაიხადეს კრიპტოვალუტა Dogecoin-ით. 

თავდაპირველად ინიციატივის განხორციელება 2022 წლის პირველ კვარტალში იყო დაგეგმილი. ვარაუდობდნენ, რომ კუბსატის ფორმატის 40-კილოგრამიანი თანამგზავრი მთვარის ზედაპირის სივრცით დაზვერვას განახორციელებდა. 

Geometric Energy-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სამუელ რიდმა განაცხადა, რომ თანამგზავრის გაშვება შეიძლება მოხდეს Intuitive Machines-ის IM-1 მისიის ფარგლებში. განცხადების თანახმად მისი მთვარის მოდული რაკეტაში უკვე ჩატვირთულია. 

გაშვება ფლორიდაში მდებარე კენედის კოსმოსური ცენტრიდან მოხდება 14 თებერვალს. 

რიდმა განმარტა, რომ მწარმოებლის მიერ თანამგზავრის მიწოდების შეფერხების შემთხვევაში DOGE-1 შეუერთდება მომავალ IM-2 პროგრამას. 

იანვარში Dogecoin-ის ქომიუნითის ერთი კოსმოსური მისია წარუმატებლად დასრულდა - მთვარეზე უნდა გაგზავნილიყო ფიზიკური საფულე კრიპტოვალუტით. ინიციატივა შეადგენდა Astrobotic-ის პროექტ Peregrine Mission One-ის ნაწილს. მას შემდეგ, რაც კოსმოსური ხომალდი გამშვებ რაკეტას გამოეყო, მან საწვავის გადაჭარბებული მოხმარება დაიწყო და მთვარისკენ გაფრენა შეუძლებელი გახდა. Peregrine-1-ს ასევე მიჰქონდა აპარატული საფულე 1 BTC-ით ბირჟა BitMEX-იდან. 

შეგახსენებთ, რომ SpaceX-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტებს შორის ის ფლობს მხოლოდ „დიდი რაოდენობით Dogecoin-ს“, თუმცა კომპანიას ბალანსზე აქვს Bitcoin-ები. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.