Magdalena Posted February 8, 2024 Posted February 8, 2024 Geometric Energy Corporation-მა მეორედ დაჯავშნა SpaceX-თან DOGE-1 თანამგზავრის მთვარეზე გაშვება. მისიის საფასური სრულად გადაიხადეს კრიპტოვალუტა Dogecoin-ით. თავდაპირველად ინიციატივის განხორციელება 2022 წლის პირველ კვარტალში იყო დაგეგმილი. ვარაუდობდნენ, რომ კუბსატის ფორმატის 40-კილოგრამიანი თანამგზავრი მთვარის ზედაპირის სივრცით დაზვერვას განახორციელებდა. Geometric Energy-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სამუელ რიდმა განაცხადა, რომ თანამგზავრის გაშვება შეიძლება მოხდეს Intuitive Machines-ის IM-1 მისიის ფარგლებში. განცხადების თანახმად მისი მთვარის მოდული რაკეტაში უკვე ჩატვირთულია. გაშვება ფლორიდაში მდებარე კენედის კოსმოსური ცენტრიდან მოხდება 14 თებერვალს. რიდმა განმარტა, რომ მწარმოებლის მიერ თანამგზავრის მიწოდების შეფერხების შემთხვევაში DOGE-1 შეუერთდება მომავალ IM-2 პროგრამას. იანვარში Dogecoin-ის ქომიუნითის ერთი კოსმოსური მისია წარუმატებლად დასრულდა - მთვარეზე უნდა გაგზავნილიყო ფიზიკური საფულე კრიპტოვალუტით. ინიციატივა შეადგენდა Astrobotic-ის პროექტ Peregrine Mission One-ის ნაწილს. მას შემდეგ, რაც კოსმოსური ხომალდი გამშვებ რაკეტას გამოეყო, მან საწვავის გადაჭარბებული მოხმარება დაიწყო და მთვარისკენ გაფრენა შეუძლებელი გახდა. Peregrine-1-ს ასევე მიჰქონდა აპარატული საფულე 1 BTC-ით ბირჟა BitMEX-იდან. შეგახსენებთ, რომ SpaceX-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტებს შორის ის ფლობს მხოლოდ „დიდი რაოდენობით Dogecoin-ს“, თუმცა კომპანიას ბალანსზე აქვს Bitcoin-ები. http://tinyurl.com/4s2phvyz Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.