Jump to content

Recommended Posts

Posted

Apple უკვე მე-17-ედ დასახელდა მსოფლიოს ყველაზე პატივსაცემ კომპანიად. მან უკან მოიტოვა Microsoft და Amazon და პირველი ადგილი დაიკავა 1500 კომპანიის სიაში. კომპანიები შეფასდა 3700-ზე მეტი ექსპერტის, ანალიტიკოსისა და აღმასრულებლის გამოკითხვის საფუძველზე. ქულები ჩაითვალა ისეთ კატეგორიებში, როგორებიცაა საინვესტიციო ღირებულება, მართვის ხარისხი და სოციალური პასუხისმგებლობა. 

image.jpeg 

ჟურნალ Fortune-ის მიხედვით მსოფლიოს ყველაზე პატივსაცემი კომპანიების სიაში შედის 1000 უდიდესი კომპანია შეერთებული შტატებიდან და 500 კომპანია სხვა ქვეყნებიდან. რეიტინგში მოხვედრისთვის კომპანიებს უნდა ჰქონდეთ წლიური შემოსავალი 10 მლრდ აშშ დოლარი ან მეტი. მოგვიანებით Fortune-მა სია 660 კომპანიამდე შეამცირა და ანგარიშში ფოკუსირება მოახდინა იმ ორგანიზაციებზე, რომლებმაც ყველაზე მეტი შემოსავალი გამოიმუშავეს. 

ჟურნალ Fortune-ის მიხედვით კუპერტინოში დაფუძნებულმა ტექნიკურმა გიგანტმა მოახერხა პირველი ადგილის დაკავება სოციალური პასუხისმგებლობის, ფინანსური მდგრადობის, ინოვაციებისა და გლობალური კონკურენტუნარიანობის სფეროებში. თუმცა კომპანიის საერთო რეიტინგი წელს იყო 8.19, რაც შარშანდელ 8.65-ს ჩამორჩება. 

მიუხედავად იმისა, რომ Apple 2023 წლის განმავლობაში განიცდიდა მოწყობილობების გაყიდვების მუდმივ ვარდნა, ანალიტიკოსები თვლიან, რომ კომპანიის ღირებულება 2024 წლის ბოლოსთვის 4 ტრლნ აშშ იქნება, ამასთან მისი სერვისების განყოფილება შეფასდება 1.5-1.6 ტრლნ აშშ დოლარად. შეგახსენებთ, რომ Apple-ის კაპიტალიზაციამ 2023 წლის ბოლოს 3 ტრლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. 

Microsoft-მა ჯამში მეორე ადგილი დაიკავა, თუმცა იგი კომპიუტერული პროგრამული უზრუნველყოფის ინდუსტრიაში ლიდერად აღიარეს. ელექტრონული კომერციის ტიტანი Amazon მესამე ადგილზე, თუმცა იგი უკონკურენტო რჩება ონლაინ სერვისებსა და საცალო ვაჭრობაში. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.