Jump to content

Recommended Posts

Posted

კონცერნ Stellantis-მა გამოაცხადა განზრახვა - გამოიყენოს ხელოვნური ინტელექტის ჩატ-ბოტი ChatGPT Peugeot-ის მანქანებსა და ფურგონებში ხმოვანი ასისტენტის გაუმჯობესების მიზნით. ამრიგად, ფრანგული ბრენდი შეუერთდა სხვა მწარმოებლებს, როგორებიცაა Volkswagen და Mercedes, რომლებიც უკვე იყენებენ პოპულარულ ჩატ-ბოტს თავიანთ ავტომობილებში. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: stellantis.com 

„ჩვენ ვახდენთ ChatGPT-ის ინტეგრაციას ყველა ავტომობილში ახალი e-3008 მოდელის და პატარა, არაკომერციული ავტომობილების ჩათვლით“ - განაცხადა Peugeot-ის პროდუქტების ხაზის დირექტორმა Jerome Micheron-მა. 

მიმდინარე კვირაში Peugeot გამოუშვებს ChatGPT-ის მქონე სერვისის საპილოტე ვერსიას, რომელიც შეძლებს სატრანსპორტო საშუალების მართვის ელემენტებთან დაკავშირებას, აგრეთვე პასუხს აგებს სანავიგაციო და ზოგადი ხასიათის საკითხებზე. ამ ეტაპზე ეს სიახლე ხელმისაწვდომი იქნება ბრენდის ავტომობილის მფლობელებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, იტალიასა და ესპანეთში. მოსალოდნელია, რომ წლის განმავლობაში სერვისი სტანდარტული ფუნქცია გახდება და ხელმისაწვდომი იქნება Peugeot-ის ყველა მფლობელისთვის. 

გასულ წელს Mercedes-Benz-ის ავტომობილების მფლობელებმა აშშ-ში შეძლეს ChatGPT-ის გამოყენება. კომპანიაში აცხადებენ, რომ ხელოვნური ინტელექტის ბოტის ინტეგრაცია ხმოვან ასისტენტს საშუალებას მისცემს გასცეს უფრო ბუნებრივი და დეტალური პასუხები. Volkswagen-მა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, რომ ChatGPT-ის ინტეგრირება კომპანიის საფირმო ხმოვან ასისტენტთან მოხდება წლის შუა პერიოდში. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.