Jump to content

Recommended Posts

Posted

TSMC ავითარებს წარმოებას 3-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის მიხედვით და აქტიურად ემზადება 2-ნანომეტრიანი ხაზების გასაშვებად, ხოლო არაოფიციალური წყაროები ირწმუნებიან, რომ კომპანია მალე დაიწყებს 1-ნანომეტრიანი ტექნოლოგიისთვის საფუძვლის ჩაყრას. საკონტრაქტო მწარმოებელი ინვესტირებას ახორციელებს ჩიპების საწარმოო ქარხნებში დასავლეთის ქვეყნებში, მათ შორის გერმანიასა და შეერთებულ შტატებში, ასევე მიუხედავად გეოპოლიტიკური დაძაბულობისა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში - იგი აგრძელებს უახლესი ობიექტების მშენებლობას ტაივანში. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Maxence Pira / unsplash.com 

TSMC-მ უკვე დაიწყო Chiayi Science Park-ში 1 ნმ-იანი წარმოებისთვის ქარხნის აშენების დაგეგმვა - კომპანია ცალსახად დარწმუნებულია, რომ გააგრძელებს განვითარებას ნახევარგამტარების სფეროში და შეინარჩუნებს დომინირებას ჩიპების წარმოების ბაზარზე. ამის შესახებ იტყობინება ტაივანური გამოცემა United Daily News. კომპანიამ ქალაქის ხელისუფლებას გაუგზავნა წინადადება 100 ჰექტარი ფართობის მქონე ადგილზე მშენებლობის დაწყების შესახებ - ის 40/60-ით გაიყოფა შეფუთვისა და 1-ნმ ჩიპების საწარმოო ქარხნებს შორის. გავრცელებული ინფორმაციით TSMC-მა ყველა სხვა პრეტენდენტი უკან ოიტოვა. 

კომპანიის ინვესტიციები 1-ნმ ტექნოლოგიაში შეადგენს 1 ტრილიონ ტაივანურ დოლარზე მეტს (32 მლრდ აშშ დოლარი). დეკემბერში TSMC-მ გამოაქვეყნა სამოქმედო გეგმა, რომელიც მიუთითებს მის განზრახვაზე ათწლეული ბოლომდე 1-ნმ ჩიპის წარმოებასთან დაკავშირებით. სამგანზომილებიან ჰეტეროგენულ ინტეგრაციასთან ერთად იგი შეძლებს ჩიპზე 1 ტრილიონზე მეტი ტრანზისტორის მქონე პროცესორების წარმოებას. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.