Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის ფინანსური მომსახურების კომიტეტის წევრმა მაქსინ უოტერსმა Meta-სგან მოითხოვა ინფორმაცია ციფრული აქტივების სფეროში კორპორაციის შესაძლო გეგმების შესახებ. 

კანონმდებელმა წერილი გაუგზავნა კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს და დამფუძნებელს, მარკ ცუკერბერგს, ასევე აღმასრულებელ დირექტორს ხავიერ ოლივანს. კომისიის მთავარი დემოკრატი შეაშფოთა Meta-ს ხუთმა აქტიურმა სავაჭრო ნიშნის განაცხადმა, რომლებიც ორიენტირებულია ბლოკჩეინსა და კრიპტოვალუტებზე. კორპორაციამ მათზე განაცხადი 2022 წლის 18 მარტს შეიტანა. 

უოტერსმა მიიჩნია, რომ ეს სიტუაცია აფიქსირებს Meta-ს სურვილს - გაზარდოს მოქმედების არეალი ციფრული აქტივების სფეროში, რაც კომპანიის წარმომადგენლების წინა განცხადებებს ეწინააღმდეგება. 2023 წლის ოქტომბერში მათ დაარწმუნეს კომიტეტი, რომ კორპორაციას არ გააჩნია აქტიური პროექტები კრიპტოვალუტების სფეროში. 

Meta-მ კანონმდებლების ზეწოლის გამო უარი თქვა Stablecoin Diem-ის (თავდაპირველად Libra) გამოშვების გეგმაზე, რომელიც დაანონსდა 2019 წლის შუა რიცხვებში. 2022 წლის იანვარში კომპანიამ პროექტი 200 მლნ აშშ დოლარად მიჰყიდა ამჟამად უკვე გაკოტრებულ Silvergate Bank-ს. 

ზემოთხსენებული განსახილველი საპატენტო განაცხადები მოიცავს ვაჭრობის, გაცვლის, გადახდების, გადარიცხვების, საფულეების სერსვისებს და მასთან დაკავშირებულ აღჭურვილობას „ბლოკჩეინის აქტივების“ სფეროში, ასევე შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფას. 

ამასთან დაკავშირებით უოტერსმა Meta-სგან მოითხოვა დეტალური ინფორმაცია Web3 ინიციატივების გეგმების შესახებ, მათ შორის DLT ტექნოლოგიის ინტეგრაციისა და კრიპტოვალუტაზე დაფუძნებული საგადახდო პლატფორმის გაშვების შესახებ. 

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის მარტში კორპორაციამ უარი თქვა NFT-ებთან დაკავშირებული პროექტების შემუშავებაზე. მიიჩნეოდა, რომ Meta NFT-მარკეტფლეისს Polygon-თან თანამშრომლობის ფარგლებში აამოქმედებდა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.