Magdalena Posted January 26, 2024 Posted January 26, 2024 აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ფინანსური მომსახურების კომიტეტის წევრმა მაქსინ უოტერსმა Meta-სგან მოითხოვა ინფორმაცია ციფრული აქტივების სფეროში კორპორაციის შესაძლო გეგმების შესახებ. კანონმდებელმა წერილი გაუგზავნა კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს და დამფუძნებელს, მარკ ცუკერბერგს, ასევე აღმასრულებელ დირექტორს ხავიერ ოლივანს. კომისიის მთავარი დემოკრატი შეაშფოთა Meta-ს ხუთმა აქტიურმა სავაჭრო ნიშნის განაცხადმა, რომლებიც ორიენტირებულია ბლოკჩეინსა და კრიპტოვალუტებზე. კორპორაციამ მათზე განაცხადი 2022 წლის 18 მარტს შეიტანა. უოტერსმა მიიჩნია, რომ ეს სიტუაცია აფიქსირებს Meta-ს სურვილს - გაზარდოს მოქმედების არეალი ციფრული აქტივების სფეროში, რაც კომპანიის წარმომადგენლების წინა განცხადებებს ეწინააღმდეგება. 2023 წლის ოქტომბერში მათ დაარწმუნეს კომიტეტი, რომ კორპორაციას არ გააჩნია აქტიური პროექტები კრიპტოვალუტების სფეროში. Meta-მ კანონმდებლების ზეწოლის გამო უარი თქვა Stablecoin Diem-ის (თავდაპირველად Libra) გამოშვების გეგმაზე, რომელიც დაანონსდა 2019 წლის შუა რიცხვებში. 2022 წლის იანვარში კომპანიამ პროექტი 200 მლნ აშშ დოლარად მიჰყიდა ამჟამად უკვე გაკოტრებულ Silvergate Bank-ს. ზემოთხსენებული განსახილველი საპატენტო განაცხადები მოიცავს ვაჭრობის, გაცვლის, გადახდების, გადარიცხვების, საფულეების სერსვისებს და მასთან დაკავშირებულ აღჭურვილობას „ბლოკჩეინის აქტივების“ სფეროში, ასევე შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფას. ამასთან დაკავშირებით უოტერსმა Meta-სგან მოითხოვა დეტალური ინფორმაცია Web3 ინიციატივების გეგმების შესახებ, მათ შორის DLT ტექნოლოგიის ინტეგრაციისა და კრიპტოვალუტაზე დაფუძნებული საგადახდო პლატფორმის გაშვების შესახებ. შეგახსენებთ, რომ 2023 წლის მარტში კორპორაციამ უარი თქვა NFT-ებთან დაკავშირებული პროექტების შემუშავებაზე. მიიჩნეოდა, რომ Meta NFT-მარკეტფლეისს Polygon-თან თანამშრომლობის ფარგლებში აამოქმედებდა. http://tinyurl.com/y394x3tj Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.