Jump to content

Recommended Posts

Posted

გამოფენა CES 2024-ზე კომპანია Sony-მ წარადგინა PlayStation 5 Slim-ის სამი ახალი ვარიანტი: გეიმინგ კონსოლი ხელმისაწვდომია ლურჯ (Cobalt Blue), ვერცხლისფერ (Sterling Silver) და წითელ (Volcanic Red) ფერებში. ყველა მოდელი წარმოდგენილია მხოლოდ დისკიან ვერსიებად - კომპლექტაციაში შედის Blu-ray. თითოეულ კონსოლთან ერთად შემოთავაზებულია შესაბამისი ფერის DualSense კონტროლერი. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: notebookcheck.net 

თუ სამომავლოდ Sony დაიწყებს PlayStation 5 Slim-ის სამი ფერის კონსოლის ციფრული ვერსიის გაყიდვას, მოუწევს მომხმარებლებს შესთავაზოს ცალკე Blu-ray დისკის წამკითხველი იმავე ფერებში, რადგან სტანდარტული თეთრი დისკწამყვანი ფერად ვერსიებთან კონტრასტული იქნება. მეორე მხრივ, მომხმარებლებს შეუძლიათ ფერების უნიკალური კომბინაციის შექმნა. 

image.jpeg 

კონსოლის კონსტრუქციის ცვლილებების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი არ ყოფილა. სიტუაცია გარკვეულწილად ჰგავდა გასული წლის CES გამოფენას, სადაც Sony-მ დააანონსა კონტროლერი Project Leonardo, მაგრამ არანაირი მონაცემი და ტექნიკური მახასიათებელი არ გამოუქვეყნებია. 

image.jpeg 

სტანდარტული თეთრი ფერის განახლებულ კონსოლ Sony PlayStation 5 Slim-ის გაყიდვა აშშ-სა და ევროპაში გასული წლის ნოემბრის ბოლოს დაიწყო. კონსოლი კომპანიის ოფიციალურ ონლაინ-მაღაზიასა და მსხვილ საცალო მოვაჭრეებში დისკიანი ვერსია 499.99 აშშ დოლარად იყიდებოდა, ხოლო ვერსია დისკწამყვანის გარეშე - 449.99 აშშ დოლარად. ახალი ფერადი კონსოლების ხელმისაწვდომობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით მუწვდომელია. 

  • Upvote 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.