Jump to content

Recommended Posts

Posted

ელექტრონიკის გამოფენა CES 2024-ზე Sony-მ წარადგინა შერეული რეალობის ჰედსეტი. PlayStation VR-ისგან განსხვავებით, რომელიც ძირითადად გეიმერებისთვისაა განკუთვნილი, კომპანიის ახალი პროდუქტი გამიზნულია 3D კონტენტთან მომუშავე პროფესიონალებზე. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Sony 

Sony-ის აღმასრულებელი დირექტორი Kenichiro Yoshida აღწერს ახალ მოწყობილობას, როგორც გაჯეტს, რომელიც „აფართოებს შემოქმედებით სამუშაო სივრცეს ვირტუალური ობიექტების ფიზიკურ სივრცეზე გადატანით“. მოწყობილობა დამყარებულია Qualcomm-ის უახლეს Snapdragon XR2+ Gen 2 პლატფორმაზე. ჰედსეტს OLED ეკრანები აქვს. 

image.jpeg 

დემონსტრაციის ფარგლებში კომპანიამ აჩვენა, თუ როგორ შეუძლიათ მომხმარებლებს ახალი ჰედსეტის მეშვეობით ვირტუალურ ობიექტებთან ურთიერთობა ორი სპეციალური კონტროლერის გამოყენებით, რომელთაგან ერთი რგოლის ფორმისაა, მეორე კი მაჩვენებლის როლს ასრულებს. ჰედსეტის წინა მხარე შეიძლება აიკეცოს, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს სწრაფად გადაერთოს ვირტუალურ და რეალურ სამყაროებს შორის. 

image.jpeg 

Sony აცხადებს, რომ ჰედსეტში გამოყენებულია „რენდერინგის პროპრეტარული ტექნოლოგია“, რომელიც საშუალებას აძლევს მას „3D ობიექტების რეალისტური, მაღალი გაფართოების ტექსტურები გადაიტანოს რეალურ დროში, ასევე გადმოსცეს ადამიანი-პერსონაჟების ემოციები“. 

image.jpeg 

„ვირტუალურ ობიექტებზე მარტივი და სწრაფი წვდომით დეველოპერებს შეუძლიათ იმუშაონ რეალურ სივრცეში, ფაქტიურად ჩაეფლონ შემუშავების პროცესში“, - აცხადებს Sony-ს ხელმძღვანელი. 

image.jpeg 

Sony ჰედსეტის გამოშვებას მიმდინარე წელს აპირებს, თუმცა ჯერ არ უსაუბრია მის პოტენციურ ღირებულებაზე. გარკვეულწილად Sony-ს ახალი პროდუქტი შესაძლოა Apple Vision Pro-ს კონკურენტი აღმოჩნდეს, რომლის მიწოდება მომავალ თვეში დაიწყება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.