Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

2022 წლის სექტემბრის შემდეგ პირველად კრიპტო ბირჟებზე ყოველთვიური ვაჭრობის მოცულობამ 1 ტრლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. 

The Block-ის თანახმად დეკემბრის მაჩვენებელი 1.1 ტრლნ აშშ დოლარია. უფრო მაღალი მაჩვენებელი ბოლოს დაფიქსირდა 2022 წლის მაისში (1.35 ტრლნ აშშ დოლარი). 

image.png 

წყარო:  The Block. 

დეკემბერში Binance-ზე მოდიოდა მთლიანი სავაჭრო მოცულობის 39.3% (432.7 მლრდ აშშ დოლარი). Upbit-ის მაჩვენებელია 8.3% (91.8 მლრდ აშშ დოლარი), OKX-ის -  8% (87.5 მლრდ აშშ დოლარი). 

დეკემბერში სავაჭრო აქტივობის ზრდა სავარაუდოდ გამოწვეულია ბაზრის ენთუზიაზმით აშშ-ში Spot Bitcoin ETF-ების პოტენციური დამტკიცების გამო. 

„დასვენების სეზონის გათვალისწინებით დეკებერი ისტორიულად მდორე თვეა კრიპტოვალუტებით ვაჭრობის კონტექსტში“ - განაცხადა The Block Research-ის ხელმძღვაელმა Steven Zheng-მა. – „ის ფაქტი, რომ თვიურმა სპოტ ვაჭრობის მოცულობამ პირველად გადააჭარბა 1 ტრილიონ აშშ დოლარს ერთი წლის განმავლობაში, ნამდვილად მიუთითებს ინდუსტრიის ოპტიმიზმზე Spot Bitcoin ETF-ის მოსალოდნელ დამტკიცებასა და ხარული ბაზრის აღორძინებასთან დაკავშირებით.  

თუმცა K33 Research-ის ანალიტიკოსი ვეტლე ლუნდე თვლის, რომ ახალი პროდუქტის მოსალოდნელი დამტკიცება გამოიწვევს „ფაქტებზე გაყიდვის“ სცენარის განვითარებას. მისი თქმით, მოკლევადიანი ინვესტორების მნიშველოვანი ნაწილი აშშ-ის ფასიანი ქაღალდების და ბირჟების კომისიის „მწვაე შუქს“ მოგების მიღების სიგნალად აღიქვამს. 

თუმა ლუნდე 20%-იანი ალბათობით ვარაუდობს სცენარს თანხების მნიშვნელოვანი შემოდინებით Spot Bitcoin ETF-ებში, რაც ამცირებს სპეკულანტების მხრიდან გაყიდვის ზეწოლას. 

საპროგნოზო პლატფორმა Polymarket-ის მონაცემები მიუთითებს ციფრული ოქროს ბირაზე ვაჭრობის ფონდების დამტკიცების 89%-იან შანსზე 15 იანვრამდე, გასულ თვეში ეს მაჩვენებელი 50%-ს შეადგენდა. 

image.png 

წყარო: Polymarket, CoinDesk. 

ადრე K33 Research-ის ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ Bitcoin ETF-ის დამტკიცება მოხდება 2024 წლის 10 იანვრისთვის. 

შეგახსენებთ, რომ 2 იანვარს Bitcoin-ის ფასმა 45 ათას აშშ დოლარს გადააჭარბა. 

ბოლო დროს ციფრული ოქრო ასეთ მაალ დონეზე იყიდებოდა 2022 წლის აპრილის დასაწყისში Terra-ს დაშლამდე და კრიპტო ინდუსტრიის შემდგომ „ინფიცირებამდე“. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.