Magdalena Posted January 9, 2024 Posted January 9, 2024 2022 წლის სექტემბრის შემდეგ პირველად კრიპტო ბირჟებზე ყოველთვიური ვაჭრობის მოცულობამ 1 ტრლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. The Block-ის თანახმად დეკემბრის მაჩვენებელი 1.1 ტრლნ აშშ დოლარია. უფრო მაღალი მაჩვენებელი ბოლოს დაფიქსირდა 2022 წლის მაისში (1.35 ტრლნ აშშ დოლარი). წყარო: The Block. დეკემბერში Binance-ზე მოდიოდა მთლიანი სავაჭრო მოცულობის 39.3% (432.7 მლრდ აშშ დოლარი). Upbit-ის მაჩვენებელია 8.3% (91.8 მლრდ აშშ დოლარი), OKX-ის - 8% (87.5 მლრდ აშშ დოლარი). დეკემბერში სავაჭრო აქტივობის ზრდა სავარაუდოდ გამოწვეულია ბაზრის ენთუზიაზმით აშშ-ში Spot Bitcoin ETF-ების პოტენციური დამტკიცების გამო. „დასვენების სეზონის გათვალისწინებით დეკემბერი ისტორიულად მდორე თვეა კრიპტოვალუტებით ვაჭრობის კონტექსტში“ - განაცხადა The Block Research-ის ხელმძღვაელმა Steven Zheng-მა. – „ის ფაქტი, რომ თვიურმა სპოტ ვაჭრობის მოცულობამ პირველად გადააჭარბა 1 ტრილიონ აშშ დოლარს ერთი წლის განმავლობაში, ნამდვილად მიუთითებს ინდუსტრიის ოპტიმიზმზე Spot Bitcoin ETF-ის მოსალოდნელ დამტკიცებასა და ხარული ბაზრის აღორძინებასთან დაკავშირებით. თუმცა K33 Research-ის ანალიტიკოსი ვეტლე ლუნდე თვლის, რომ ახალი პროდუქტის მოსალოდნელი დამტკიცება გამოიწვევს „ფაქტებზე გაყიდვის“ სცენარის განვითარებას. მისი თქმით, მოკლევადიანი ინვესტორების მნიშველოვანი ნაწილი აშშ-ის ფასიანი ქაღალდების და ბირჟების კომისიის „მწვაე შუქს“ მოგების მიღების სიგნალად აღიქვამს. თუმა ლუნდე 20%-იანი ალბათობით ვარაუდობს სცენარს თანხების მნიშვნელოვანი შემოდინებით Spot Bitcoin ETF-ებში, რაც ამცირებს სპეკულანტების მხრიდან გაყიდვის ზეწოლას. საპროგნოზო პლატფორმა Polymarket-ის მონაცემები მიუთითებს ციფრული ოქროს ბირჟაზე ვაჭრობის ფონდების დამტკიცების 89%-იან შანსზე 15 იანვრამდე, გასულ თვეში ეს მაჩვენებელი 50%-ს შეადგენდა. წყარო: Polymarket, CoinDesk. ადრე K33 Research-ის ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ Bitcoin ETF-ის დამტკიცება მოხდება 2024 წლის 10 იანვრისთვის. შეგახსენებთ, რომ 2 იანვარს Bitcoin-ის ფასმა 45 ათას აშშ დოლარს გადააჭარბა. ბოლო დროს ციფრული ოქრო ასეთ მაღალ დონეზე იყიდებოდა 2022 წლის აპრილის დასაწყისში Terra-ს დაშლამდე და კრიპტო ინდუსტრიის შემდგომ „ინფიცირებამდე“. http://tinyurl.com/bdzj6nw2 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.