Magdalena Posted January 9, 2024 Posted January 9, 2024 კომპანია Samsung-მა წარადგინა კომპაქტური ლეპტოპი Galaxy Book 3 Go 5G. გასული წლის დასაწყისში გამოსული Galaxy Book 2 Go ვერსიისგან ახალი მოდელი განსხვავდება 5G ქსელთან მუშაობის შესაძლებლობით. ფოტოს წყარო: Samsung Samsung Galaxy Book 3 Go 5G-ს აქვს 14-დუიმიანი IPS-დისპლეი არეკვლის საწინააღმდეგო საფარით და FHD გაფართოებით, ასევე აქვს ვებ-კამერა და ორი დინამიკი თითო 1.5 ვატი სიმძლავრით და Dolby Atmos ტექნოლოგიის მხარდაჭერით. ლეპტოპის სისქე მხოლოდ 15.5 მილიმეტრია, წონა - 1.43 კგ. მოწყობილობას საფუძვლად უდევს ერთკრისტალიანი პლატფორმა Snapdragon 7c+ Gen 3. პროცესორი წარმოებულია 6-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით, აქვს რვა ბირთვი (მრავალნაკადიანი რეჟიმის მხარდაჭერის გარეშე) 2.4 გჰც-მდე სიხშირით, აგრეთვე გრაფიკული ბირთვი Adreno 642L. ლეპტოპს აქვს 4 გბ ოპერატიული მეხსიერება და 128 გბ მოცულობის მყარი დისკი. ავტონომიურ რეჟიმში ლეპტოპი მუშაობს 42.3 ვტ/სთ ბატარეაზე. მიწოდების ნაკრებში შედის 45 ვატი სიმძლავრის დამტენი ბლოკი. 30-წუთიანი დამუხტვა უზრუნველყოფს ლეპტოპის რვასაათიან ავტონომიურ მუშაობას. მოწყობილობა მუშაობს ოპერაციულ სისტემა Windows 11-ზე. მწარმოებელმა აგრეთვე გაითვალისწინა Samsung Galaxy ეკოსისტემის რამდენიმე პროგრამის წინასწარ დაყენება, რომელთა შორისაა Quick Share, Second Screen, Buds Auto Switch და Multi Control. Samsung Galaxy Book 3 Go 5G-ზე მხარდაჭერილია Wi-Fi 6E და Bluetooth 5.1, ორი USB Type-C პორტი, SD ბარათის სლოტი და 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი. Samsung Galaxy Book 3 Go 5G დაახლოებით 430 აშშ დოლარადაა შეფასებული. გაყიდვაში გამოვა მისი მხოლოდ ნაცრისფერი ვარიანტი. http://tinyurl.com/55mdtr7c Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.